სპიროს კიპრიანუ

From Wikipedia, the free encyclopedia

სპიროს კიპრიანუ

სპიროს კიპრიანუ (ბერძ. Σπύρος Κυπριανού; დ. 28 ოქტომბერი, 1932, ლიმასოლი, კვიპროსი — გ. 12 მარტი, 2002, ნიქოზია) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 1977-1988 წლებში და პარლამენტის თავმჯდომარე 1976-1977 და 1996-2000 წლებში.

სწრაფი ფაქტები კვიპროსის პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
სპიროს კიპრიანუ
Thumb
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი, 1977  28 თებერვალი, 1988
წინამორბედიმაკარიოს III
მემკვიდრეგეორგიოს ვასილიუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1996  2000
პრეზიდენტიგლაფკოს კლირიდისი
წინამორბედიალექსის გალანოსი
მემკვიდრედიმიტრის ქრისტოფიასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1976  1977
პრეზიდენტიმაკარიოს III
წინამორბედიტასოს პაპადოპულოსი
მემკვიდრეალეკოს მიხაილიდისი

დაბადებული28 ოქტომბერი, 1932
ლიმასოლი
გარდაცვლილი12 მარტი, 2002
ნიქოზია, კვიპროსი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
დახურვა

ბიოგრაფია

ეკონომიკური და პოლიტიკური განათლება მიიღო ლონდონში. იქვე დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, ჩამოაყალიბა დიდ ბრიტანეთში კვიპროსელ სტუდენტთა გაერთიანება და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი. 1950-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა კვიპროსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1952 წლიდან მტავარეპისკოპოს მაკარიოს III-ის მდივანია.

1960-1972 წლებში კვიპროსის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უკავია. ამ პერიოდში, 1967 წლის აპრილ-დეკემბერში იყო ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის თავმჯდომარე. 1976 წელს დააარსა კვიპროსის დემოკრატიული პარტია, რომელმაც იმავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 21 ადგილი 35-დან, რის შემდეგაც გახდა პარლამენტის თავმჯდომარე.

1977 წლის 3 აგვისტოს, პრეზიდენტ მაკარიოს III-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 1978 წლის 28 თებერვალს აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. კვლავ აირჩიეს 1983 წელს. 1988 წელს დამარცხდა გეორგიოს ვასილიუსთან.

1996 წელს კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეა. 2000 წელს გადადგა თანამდებობიდან და მალევე დაიღუპა სიმსივნისაგან.

იყო დაოჯახებული, ჰყავდა ორი შვილი. მათგან ერთ-ერთი, მარკოს კიპრიანუ აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში და 2003-2004 წლებში იყო კვიპროსის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2008-2011 წლებში კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.