Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრის ქრისტოფიასი (ბერძ. Δημήτρης Χριστόφιας; დ.25 აგვისტო, 1946 — გ. 21 ივნისი, 2019) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 2008-2013 წლებში.
დიმიტრის ქრისტოფიასი | |
კვიპროსის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 თებერვალი, 2008 – 28 თებერვალი, 2013 | |
წინამორბედი | ტასოს პაპადოპულოსი |
მემკვიდრე | ნიკოს ანასტასიადისი |
კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2001 – 28 თებერვალი, 2008 | |
წინამორბედი | სპიროს კიპრიანუ |
მემკვიდრე | მარიოს გაროიანი |
დაბადებული | 25 აგვისტო, 1946 დიკომო, კვიპროსი |
გარდაცვლილი | 21 ივნისი, 2019 (72 წლის) |
დაიბადა 1946 წელს სოფელ დიკომოში, რომელიც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 1964 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის წევრია. 1969-1974 წლებში სწავლობდა მოსკოვში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ისტორიაში. 1988 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის ლიდერია. 2001 წლის 7 ივნისიდან კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეა, 2006 წელს მეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 2008 წლის 24 თებერვალს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. მეორე დღეს მან ნიქოზიაში პირობა დადო, რომ გააერთიანებდა კვიპროსს. ინაუგურაციაზე მან განაცხადა, რომ კვიპროსის მთავრობის უმთავრესი პრობლემა ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვაა. აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერ მეჰმედ ალი თალათისთან.
2012 წელს განაცხადა, რომ არ აპირებდა მეორე ვადით ქვეყნის სათავეში ყოფნას. 2014 წლის ოქტომბერში მოსკოვში შეხვდა თვითგამოცხადებული ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვს და მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას[1].
თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ ენაზე, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.