სოფენეს სამეფო

From Wikipedia, the free encyclopedia

სოფენეს სამეფო

სოფენეს სამეფო (სომხ. Ծոփքի Թագավորութիւն) — უძველესი სომხური სამეფო[1][2][3], რომელიც ძვ. წ. III საუკუნიდან ძვ. წ. 94 წლამდე არსებობდა, სანამ ტიგრან II-მ არ დაამარცხა და საკუთარ იმპერიას არ შეუერთა[3]. სოფენეს სამეფოს ერთ-ერთი განშტოება იყო კომაგენეს სამეფო[1].

სწრაფი ფაქტები
სოფენეს სამეფო
Ծոփքի թագավորություն

სამეფო

ძვ. წ. III საუკუნეძვ. წ. 94
 

Thumb
დედაქალაქი არკატიატკერტი
ენა სომხური
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ერვანდუნები
დახურვა

წარმოშობა

სოფენე ურარტუს სამეფოს ნაწილი იყო ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში. მას შემდეგ რაც არგიშთი I-მა რეგიონი თავის სამეფოს შეუერთა ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისში, მისი მცხოვრებლების დიდი ნაწილი ახლად აშენებულ ქალაქ ერებუნში გადაასახლა.

შემდგომში, ძვ. წ. 600-იანი წლებიდან სოფენე ერვანდუნების სომხური სამეფოს პროვინცია გახდა.

ძვ. წ. 330-იან წლებში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებისა და აქემენიანთა იმპერიის დაშლის შემდგომ, იგი სომხეთის ერთ-ერთი პირველი რეგიონი გახდა, რომელშიც საბერძნეთის გავლენა იგრძნობოდა, რის გამოც გავრცელებული იყო ბერძნული კულტურის ნიშნები. სოფენე დიდი სომხეთის შემადგენლობაშიც შედიოდა. ძვ. წ. III საუკუნეში სელევკიდების იმპერიამ ხელი შეუწყო სოფენეს დიდი სომხეთის იმპერიისგან გამოყოფას და ახალი სამეფოს ჩამოყალიბებას. სოფენეს სამეფოს ერვანდუნების დინასტია მართავდა[1].

სამეფოს დედაქალაქი არკატიატკერტი იყო, რომელიც მდინარე ტიგროსის ჩრდილოეთით მდებარეობდა, თუმცა მისი უდიდესი დასახლება არშამაშატი იყო, რომელიც სამეფოს სამხრეთით მდებარეობდა. არშამაშატი ძვ. წ. III საუკუნეში დაარსდა და ახ. წ. XIII საუკუნემდე არსებობდა[4]. სამეფოს სომხები მართავდნენ, თუმცა მოსახლეობა ეთნიკურად განსხვავებული იყო. ძირითადად აქ სომხური და სემიტური წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა[5].

გალერეა

Thumb
Thumb
Thumb
Thumb
სამესის მონეტა ძვ. წ. 260 არშამ I-ის მონეტა ძვ. წ. 240 არშამ II-ის მონეტა ძვ. წ. 230 ქსერქსეს მონეტა ძვ. წ. 220
Thumb
Thumb
Thumb
Thumb
აბდისარესის მონეტა ძვ. წ. 210 ზარიადრესის მონეტა ძვ. წ. 190 არკატიუსის მონეტა ძვ. წ. 175 მორფილიგის მონეტა ძვ. წ. 150

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.