From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2012 — მეხუთე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც გაიმართა 2012 წლის 6 მაისს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. სომხეთის უმდიდრესი კაცის, გაგიკ წარუკიანის პარტია აყვავებული სომხეთი მეორე ადგილზე გავიდა დაადგილების 1/4 მოიპოვა. სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ, კანონის უზენაესობამ და მემკვიდრეობამ 10%-ზე ნაკლები აიღეს.
2011 წელს სომხეთი უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა 2008 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ამის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება ევროკავშირი, რომელმაც განაცხადა, რომ „შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ორიენტირი იქნება სომხეთის რეფორმირების გზაზე“[1].
ეროვნულ ასამბლეაში არსებული 131 ადგილიდან, 90 ირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 41 ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 5%-ს შეადგენს, ხოლო ალიანსებისთვის 7%-ს, ამ არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ალიანსი იყო სომხეთის ეროვნული კონგრესი.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოძრაობა მაჟორიტარული ოლქების გაუქმებისა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. პარტიების უმეტესობამ, მათ შორის 5-დან 3-მა საპარლამენტო პარტიამ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, აყვავებული სომხეთი და მემკვიდრეობა), მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რადგან როგორც წესი „რაიონული ხელისუფლება“ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები არიან[2]. ინიციატივას მხარი დაუჭირა აგრეთვე ბლოკმა სომხეთის ეროვნული კონგრესი.
28 თებერვალს, მემკვიდრეობა და სომხეთის ეროვნული კონგრესი შეუერთდა ეროვნული ასამბლეის შენობის წინ გამართულ სომხეთის რევოლუციური ფედერაციის საპროტესტო აქციას[3], მაგრამ 28 თებერვალს ეროვნულმა ასამბლეამ 30-54 წინააღმდეგ წინადადება ჩააგდო[4].
არჩევნებში მონაწილეობს მისაღებად სულ 9 პარტია დარეგისტრირდა:[5]
სომხეთში სულ 41 საარჩევნო ოლქია, 13 დედაქალაქ ერევანში და 28 მარზებში. თითოეულ ოლქში დაახლოებით 50 000 ამომრჩეველია. მაჟორიტარული ადგილების დასაკავებლად 41 ოლქში 139 კანდიდატი დარეგისტრირდა. 54 მათგანი უპარტიო კანდიდატი იყო[6], ხოლო ოპოზიციურ ბლოკ სომხეთის ეროვნულ კონგრესს ყველაზე მეტი 38 კანდიდატი ჰყავდა[7].
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ერევნის მალათია-სებასტიის რაიონში შემავალი 7 ოლქი, სადაც სომხეთის ეროვნული კონგრესის კანდიდატი ნიკოლ პაშინიანი უპირისპირდებოდა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის კანდიტატ სამველ ალექსანიანს[8]. სხვა ცნობილი კანდიდატები იყვნენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი ავანის რაიონის პირველ ოლქში და სომხეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დედაქალაის აგლომერაციაში შემავალ ქალაქ აბოვიანის 28-ე ოლქში.
სომხეთის მაჟორიტარი კანდიდატების სრულისია ხელმისაწვდომია აქ.
ედმონ მარუკიანი ეროვნულ კრებაში არჩეული ერთადერთი უპარტიო კანდიდატი იყო.
19 მარტს პარტია მემკვიდრეობამ თავიანთი პროპორციული სია წარმოადგინა, რომელშიც არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობის შეთანხმების თანახმად ასევე იყვნენ თავისუფალი დემოკრატების ზოგიერთი წევრი[9][10].
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 აპრილს დაიწყო, მაგრამ აღდგომის დღესასწაულის გამო პირველი კამპანიები 10 აპრილს გაიმართა[11]. 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს არცერთ პარტიას არ უწარმოებია საარჩევნო კამპანია[12]. სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, სომხეთის ეროვნული კონგრესის, მემკვიდრეობის, რესპუბლიკური პარტიის, აყვავებული სომხეთისა და კომუნისტური პარტიის წევრები წიწერნაკაბერდის მემორიალთან შეიკრიბნენ[13][14].
5 მაისს, არჩევნების წინა დღეს „სიჩუმის დღე“ იყო, ამ დღეს საარჩევნო აგიტაცია კანონით იკრძალება[15][16].
4 მაისს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე რესპუბლიკური პარტიის კონცერტის მიმდინარეობისას, წყალბადით სავსე რამდენიმე ათეული საჰაერო ბურთი აფეთქდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 144 ადამიანი დაშავდა[17]. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სულ ჰოსპიტალიზირებული 154 ადამინი იყო, საიდანაც 98 კვლავ სამკურნალო დაწესებულებებში რჩებოდნენ, ხოლო 28 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული[18].
6 აპრილს, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ (აყვავებული სომხეთი, მემკვიდრეობა, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია და სომხეთის ეროვნული კონგრესი) თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით გაერთიანებული შტაბი შექმნა.[19]. მიუხედავად იმისა, რომ აყვავებული სომხეთი კოალიციაში იმყოფებოდა რესპუბლიკურ პარტიასა და კანონის უზენაესობასთან, მათ მაინც გადაწყვიტეს ოპოზიციურ მანიფესტთან მიერთება. 19 აპრილს მემკციდრეობა შეთანხმებიდან გავიდა და განაცხადა, რომ ეს გაერთიანება მიმართული იყო არა არჩევნების სამართავად, არამედ როგორც ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო შტაბი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო 2013 წლის არჩევნებისთვის მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის[20].
28 აპრილს, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ (9 დეპუტატი) და აყვავებულმა სომხეთმა (21 დეპუტატი) სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც კრძალავს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა სიების საჯაროდ გამოქვეყნებას[21][22][23][24]. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნისთვის პარტია მემკვიდრეობას ხელი არ მოუწერია, მათმა ლიდერმა რაფი ოვანისიანმა ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა[25]. მომჩივანთა ადვოკატმა ვაჰე გრიგორიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „არჩევანი უნდა გააკეთოს რაციონალურობასა და კარნახს [ხელისუფლებისგან] შორის“[26]. სომხეთის ეროვნული კონგრესის სპიკერმა ლევონ ზურაბიანმა განაცხადა, რომ თითოეულ პარტიას საარჩევნო უბანზე 5-6 წარმომადგენელი ეყოლებოდა. აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი „მობილური“ ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც ივლიდნენ საარჩევნო უბნებზე და გაყალბების თითოეულ ფაქტზე რეაგირებას მოახდენდნენ, რათა შეესწავლათ და აღმოეფხვრათ ის.[27].
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 5 მაისს განიხილა და აპელაციის შეტანაზე უარი განაცხადა[28][29].
არჩევნებზე ზედამხედველობისთვის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 31,451 დამკვირვებელი დარეგისტრირდა.[30]. მათგან უმსხვილესი იყო „პანსომხური ახალგაზრდული ასოციაცია“ (Համահայկական երիտասարդական ասոցիացիա) 5555 დამკვირვებლით, „თქვენი არჩევანი“ (Ընտրությունը քոնն է) 4000 დამკვირვებლით, „თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტი“ (Ազատ հասարակության ինստիտուտ) 2512 დამკვირვებლით და „მუშტი“ (Բռունցք) 2136 დამკვირვებლით. სხვა ორგანიზაციებს 2000-მდე დამკვირვებელი ჰყავდათ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 647 საერთაშორისო დამკვირვებელი დარეგისტრირდა[31]. უმსხვილესი წარმომადგენლები იყვნენ:
Hetq Online[34][35] | 5 მაისი, 2012 | 10 | 11 | 2 | 25 | 11 | 28 | 9 | 4 |
European Friends of Armenia (EuFoA) [36] | 17-22 აპრილი, 2012 | 33.3 | 26 | 3.4 | 3.2 | 4.0 | 2.9 | 2.9 | 24.3 |
Gallup International Association[37] | 17-23 აპრილი, 2012 | 27.4 | 20.9 | 4.2 | 3.7 | 4.4 | 8.5 | 0.7 | 30 |
VTsIOM[38] | 4-13 აპრილი, 2012 | 32 | 27 | 5 | 4 | 4 | 3 | 2 | 23 |
Gallup International Association[39][40] | 4-10 აპრილი, 2012 | 34 | 28 | 4.5 | 4.6 | 3.5 | 6.7 | - | 18.7 |
"My Opinion" Civil Initiative[41] | 27 მარტი, 2012 | 8 | 39 | - | 13 | 4 | 26 | - | 10 |
Sociometer[42] | 26 მარტი, 2012 | 40 | 35 | 5-6 | 6-7 | 5-6 | 8-9 | - | 20 |
European Friends of Armenia (EuFoA) [43] | 25 თებერვალი – 5 მარტი, 2012 | 24.5 | 27.1 | 3.0 | 3.3 | 2.6 | 3.2 | 2.6 | 32.1 |
"500 Voices" Social Research Group[44][45] | 14 თებერვალი, 2012 | 9 | 36 | - | 12 | 5 | 27 | - | 11 |
Research Center of Political Developments[46] | 6 თებერვალი, 2012 | 34 | 21 | 2 | 3 | 7 | 13 | - | 20 |
Gallup International Association-მა ეგზიტ-პოლი 131 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და საერთო ჯამში 22 410 ადამიანი გამოიკითხა. 46.35%-მა უარი განაცხადა პასუხზე, დანარჩენმა 56.65%-მა შემდეგი პასუხები გასცა: 43.3% რესპუბლიკური პარტია, 29.3% აყვავებული სომხეთი, 6.4% ეროვნული კონგრესი, 6.5% მემკვიდრეობა, 6.2% კანონის უზენაესობა, 5.2% სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, 2.2% კომუნისტური პარტია, 0.6% დემოკრატიული პარტია, 0.4% ერთიანი სომხების პარტია[47][48][49].
2012 წლის 6 მაისის სომხეთის ეროვნული კრების არჩევნების შედეგები
მანდატი | ||||||||
რესპუბლიკური პარტია | 5 | |||||||
აყვავებული სომხეთი | 12 | |||||||
სომხეთის ეროვნული კონგრესი | 7 | |||||||
კანონის უზენაესობა | 3 | |||||||
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია | 10 | |||||||
მემკვიდრეობა | 2 | |||||||
სომხეთის კომუნისტური პარტია | ||||||||
სომხეთის დემოკრატიული პარტია | ||||||||
ერთიანი სომხების პარტია | ||||||||
უპარტიოები | 4 | |||||||
გაუქმებული ხმები | ||||||||
სულ | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამომრჩეველი და აქტიურობა: | ||||||||
წყარო: სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია |
სომხეთის ეროვნული კონგრესის, აყვავებული სომხეთისა და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების მხრიდან ხმის მრავალჯერ მიცემის თავიდან ასაცილებლად ისინი მოქალაქეების პასპორტს სპეციალურ მარკირებას უკეთებდნენ[63].
სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ და მემკვიდრეობამ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ბევრი სხვა სახის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე[64].
11 მაისს, სომხეთის ეროვნული კონგრესის, აყვავებული სომხეთისა და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები „პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის რეალურ სურათს არ ასახავს“[65].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.