From Wikipedia, the free encyclopedia
სკრაპარის რაიონი — (ალბ. Rrethi i Skraparit) ერთ-ერთი იმ 36 რაიონიდან, რომლებადაც იყოფა ალბანეთი. სკრაპარი შედის ბერატის ოლქის შემადგენლობაში.
რაიონი | |
---|---|
სკრაპარის რაიონი Rrethi i Skraparit | |
ქვეყანა | ალბანეთი |
ადმ. ცენტრი | ჩოროვოდა |
კოორდინატები | 40°33′00″ ჩ. გ. 20°15′00″ ა. გ. |
ფართობი | 775 კმ² |
მოსახლეობა | 10 200[1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] |
2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 10 200 ადამიანს შეადგენდა. რაიონი 775 775 კმ²-ზე ვრცელდება. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჩოროვოდა.
სკრაპარის რაიონი მდებარეობს სამხრეთ ალბანეთის მთებში. რაიონი მდინარე ოსუმის აუზშია განლაგებული. ოსუმი გრძელ, 15 კილომეტრიან კანიონში მიედინება და ცნობილ ტურისტულ სივრცეს ქმნის. რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს რეგიონის უმაღლესი მწვერვალი ტომორი (2 415 მ). სკრაპარის რაიონის სოფლების უმეტესი ნაწილი მაღალმთიანია.
რაიონი 10 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა |
---|---|
ჩოროვოდა | 4 051 |
პოლიჩანი | 4 318 |
ბოგოვა | 1 098 |
ჩეპანი | 740 |
გერბესი | 813 |
ლეშნია | 496 |
პოტომი | 897 |
ქენდერი | 2 545 |
ვენდრეშა | 984 |
ჟეპა | 779 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.