From Wikipedia, the free encyclopedia
სიგიზმუნდის სვეტი — სვეტი სასახლის მოედანზე, ვარშავაში. სვეტზე დგას ქანდაკება სიგიზმუნდ III ვაზასი, რომელმაც 1596 წელს პოლონეთის დედაქალაქი კრაკოვიდან ვარშავაში გადაიტანა. მთლიანი სვეტის სიმაღლე 8,5 მეტრი, ხოლო მეფის ძეგლის სიმღლე კი 2,75 მეტრია. სიგიზმუნდს ერთ ხელში ჯვარი, ხოლო მეორეში მახვილი უჭირავს.
სვეტი მის პატივსაცემად აღმართა ვლადისლავ IV ვაზამ 1644 წელს. სვეტი და ქანდაკება იტალიელმა კლემენტე მოლიმ შექმნა. ძეგლი რამდენიმეჯერ განაახლეს XVIII-XIX საუკუნეებში. 1885-1887 წლებში არსებული სვეტი ახალი, გრანიტის სვეტით შეცვალეს. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ვარშავის განადგურებისას სვეტი განადგურდა. თუმცა 1949 წელს სვეტი ხელახლა აღმართეს, როგორც ქალაქის აღდგენის სიმბოლო. სვეტის ორიგინალური ნაწილები ინახება ვარშავის სამეფო სასახლეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.