From Wikipedia, the free encyclopedia
სეფიანთა დინასტია — ფეოდალური სახელმწიფო ირანის ისტორიაში. სეფიანების დინასტია აზერბაიჯანული წარმომავლობის იყო, თუმცა მოციქულ მუჰამედისა და სასანიანთა სპარსული დინასტიის შთამომავლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ამით გამოხატავდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის სურვილს როგორც რელიგიური (მოციქულის მემკვიდრეები), ისე პოლიტიკური (ირანში გაბატონება) თვალსაზრისით. სეფიანები ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ სპარსეთს.
სეფიანთა იმპერია سلسلهٔ صفويان Ṣafawīyān Irân | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
სეფიანელთა იმპერია | |||||||||
დედაქალაქი | თავრიზი(1501–1555) ყაზვინი(1555–1598) ისპაჰანი(1598–1736) | ||||||||
ენა | სპარსული | ||||||||
რელიგია | შიიტური ისლამი | ||||||||
ფულის ერთეული | ტუმანი, აბასი, შაჰი | ||||||||
ისტორიული ერა | დაარსდა (1501) ჰოტაკეის შემოსევა (1722) განმეორებითი დაპყრობა ნადირ-შაჰის მიერ (1726–1729) გაუქმდა (1736) ნადირ-შაჰი გამეფდა (1736) | ||||||||
ფართობი | 2,850,000 km² (1,100,391 sq mi) | ||||||||
მმართველობის ფორმა | თეოკრატიული მონარქია | ||||||||
დინასტია | სეფიანთა სამეფო დინასტია | ||||||||
შაჰანშაჰი | |||||||||
- 1501–1524 | ისმაილ I (პირველი) | ||||||||
- 1732–1736 | აბას III (ბოლო) | ||||||||
დღეს | დღეს ამ ტერიტორიაზე | ||||||||
სეფიანთა იმპერია მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო. სპარსელები მოსახლეობის ნახევარსაც არ შეადგენდნენ და ცხოვრობდნენ შუაგულ და სამხრეთ პროვინციებში. განაპირა პროვინციები ეკავათ ქურთებს, არაბებს, ავღანელებსა და სხვა ტომებს, რომლებიც ნაწილობრივ მომთაბარე ცხოვრებას მისდევდნენ და ძნელად დასაბეგრი და დასამორჩილებელი იყვნენ. ამას ერთვოდა რელიგიური შუღლი სუნიტურ უმცირესობასა და შიიტურ უმრავლესობას შორის.
დინასტიის პირველი წარმომადგენელი შაჰ ისმაილ I ხელისუფლების სათავეში მოვიდა აზერბაიჯანის და ანატოლიის თურქული ტომების მხარდაჭერის შედეგად, რომლებიც ყიზილბაშების სახელით იყვნენ ცნობილნი (წითელი თავსაფრის ტარების გამო). პირველ სეფიანთა ძალაუფლება ემყარებოდა ყიზილბაშთა თურქული ტომების სამხედრო ძალას, რომლის ბალანსირება ხდებოდა სპარსული წარმომავლობის ბიუროკრატიით. დედაქალაქი იყო ჯერ თავრიზი (1502-1548), შემდეგ ყაზვინი (1548-1589). სასახლის კარზე და ჯარში გაბატონებული იყო თურქულ-აზერბაიჯანული ენა.
სეფიანთა სახელმწიფომ თავის ძალაუფლების მწვერვალს შაჰ აბას I დიდის (1587-1629) მმართველობის პერიოდში მიაღწია. ამ დროისთვის მოხდა ყიზილბაშური ელემენტების თანდათანობითი განდევნა სამხედრო სფეროდან და მისი ჩანაცვლება კავკასიური ელემენტებით. კავკასიელები ასევე განსაკუთრებულ როლს ასრილებდნენ სეფიანთა ადმინისტრაციაში. ამ გზით შაჰ აბასმა მოახერხა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერება და მომთაბარე ყიზილბაშების სამხედრო ძალაზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება. აბას I-მა ჩაატარა დედაქალაქი გადაიტანა ისპაჰანში. სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად, რაშიც ინგლისელი კონსულებიც უწევდნენ დახმარებას, შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის არმიის შექმნა. ის წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით და ოსმალებს დასავლეთით. შაჰ აბასმა შესძლო პორტუგალიელების განდევნა ბაჰრეინიდან (1602) და ინგლისის ფლოტის დახმარებით ჰორმუზდიდან სპარსეთის ყურეში (1622), რომელიც პორტუგალიელებისთვის ინდოეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენდა. მან გააფართოვა სავაჭრო კავშირები ინგლისთან და ინდოეთთან. აბას I-ის დროს განვითარდა ფეოდალური კულტურა, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა შიიზმი.
შაჰა ბასის მემკვიდრეების დროს სეფიანთა სახელმწიფომ თანდათანობით დაკარგა ძალა. იმპერიის დაცემას ხელს უწყობდა გაუთავებელი ომები ოსმალეთის იმპერიასთან და უზბეკეთის სახანოსთან. XVIII საუკუნის დასაწყისში გახშირდა დაპყრობილი ხალხების (ქართველები, ავღანელები, სომხები, აზერბაიჯანელები) აჯანყებები. სეფიანთა იმპერია დაეცა 1722 წელს მომთაბარე ავღანელთა შემოსევის შედეგად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.