From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰ-ჰუსეინ I, სულთან ჰუსეინი (სპარს. شاه سلطان حسین; დ. 1668 — გ. 1726) — ირანის შაჰი 1694-1722 წლებში, სეფიანების მეცხრე წარმომადგენელი, შაჰ სულეიმან I-ის შვილი.
სულთან ჰუსეინი | |
---|---|
ჰუსეინ I | |
სეფიანთა ირანის მე-9 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1694 |
მმართ. დასასრული: | 1722 |
წინამორბედი: | სულეიმან I |
მემკვიდრე: | თამაზ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ოქტომბერი, 1668 |
გარდ. თარიღი: | ნოემბერი, 1726 |
გარდ. ადგილი: | ისფაჰანი |
შვილები: | თამაზ II |
სრული სახელი: | სულთან ჰუსეინ მირზა |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | სულეიმან I |
დედა: | ელენე ჯაყელი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
როდესაც სულეიმან I სიკვდილის პირას იყო, მან თავის საჭურისებს მის ორ შვილს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვა და უთხრა, რომ თუ მათ სურდათ მშვიდობა, აერჩიათ უფროსი — ჰუსეინი, ხოლო თუ იმპერიის გაძლიერება — უმცროსი ვაჟი, აბასი. საჭურისებმა მშვიდობა არჩიეს და შაჰ-სულეიმანს ჰუსეინის ტახტზე აყვანა ურჩიეს, შაჰ-სულეიმანიც დათანხმდა და თავის მემკვიდრედ ჰუსეინი გამოაცხადა.
ჰუსეინის მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი ავღანეთის დაკარგვა იყო და ეს სწორედ მისი უმოქმედობის გამო მოხდა. როგორც კი ავღანელებმა დაინახეს, რომ ირანის შაჰი სუსტი იყო, მაშინვე თავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყეს. ავღანეთის დაკარგვა დაიწყო 1709 წელს მისი ერთ-ერთი მხარის დაკარგვით. შაჰ-ჰუსეინმა ვერ მოახერხა ამ ყველაფერზე კონტროლის დამყარება და შეჩერება, სწორედ ამიტომ იგი საბოლოოდ დამარცხდა.
1722 წელს იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და მმართველად ეღიარებინა მაჰმუდ ჰოთაკი.
1725 წელს ჰოთაკის ბრძანებით ისპაჰანში შეპყრობილი 40-დან 45-მდე სეფიანთა დინასტიის უფლისწული სიკვდილით დასაჯეს. შაჰზადეების დახოცვის დროს ჰუსეინმა მხოლოდ თავისი ერთ-ერთი ვაჟის, თამაზის გადარჩენა მოახერხა.
თავად შაჰი 1726 წელს დაისაჯა სიკვდილით. აშრაფ ჰოთაკიმ საკუთარი ხელით მოკვეთა თავი მას და ოსმალეთის სულთანს, აჰმედ III-ს გაუგზავნა.
საბოლოოდ, მისმა შვილმა, თამაზ II-მ, რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მოახერხა და გახდა სეფიანთა ირანის შაჰი, თუმცა მცირე ხნით.
პირველად ქართველ ბატონიშვილზე,
მეორედ ნადირ შაჰზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.