Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სერაფიო კალდერონი (ესპ. Serapio Calderón; დ. 1843, პაუკარტამბოს პროვინცია, კუსკო, პერუ — გ. 3 აპრილი, 1922, კუსკო, პერუ) — პერუელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პერუს პრეზიდენტი 1904 წლის 18 აპრილიდან 24 სექტემბრამდე, მანუელ კანდამოს გარდაცვალების შემდეგ[1].
სერაფიო კალდერონი | |
პერუს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 აპრილი, 1904 – 24 სექტემბერი, 1904 | |
წინამორბედი | მანუელ კანდამო |
მემკვიდრე | ხოსე პარდო ი ბარედა |
დაბადებული | 1843 პაუკარტამბოს პროვინცია, კუსკო, პერუ |
გარდაცვლილი | 3 აპრილი, 1922 კუსკო, პერუ |
მოქალაქეობა | პერუ |
ეროვნება | პერუელი |
პოლიტიკური პარტია | პერუს სამოქალაქო პარტია |
მამა | მარიანო კალდერონი |
დედა | ბეატრის ლასო დე ლა ვეგა |
მეუღლე | მარგარიტა ალმანსა ობლიტასი |
შვილები | ბეატრის კალდერონი ედელმირა კალდერონი გილიერმო კალდერონი |
საქმიანობა | ადვოკატი |
სერაფიო კალდერონი დაიბადა 1843 წელს, პაუკარტამბოს პროვინციაში, კუსკო, პერუ. თავდაპირველად, მან სწავლა მშობლიურ ქალაქში დაიწყო, შემდეგ კი სან ხერონიმოს სემინარიასა და სან-ანტონიო-აბადის უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტში, მან მიიღო ბაკალავრის, ადვოკატის და დოქტორის ხარისხი იურისპრუდენციაში. 1886 წელს, იგი უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა; 1890 წელს, იგი კუსკოს პრეფექტად დაინიშნა. 1892 წლის 7 იანვრიდან 1896 წლის 16 სექტემბრამდე, კალდერონი რექტორი იყო, სან-ანტონიო-აბადის უნივერსიტეტში.
1903 წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მანუელ კანდამო გახდა, ხოლო სერაფიო კალდერონი — მეორე ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ლინო ალარკო, ინაუგურაციამდე გარდაიცვალა, ასე რომ, პრეზიდენტ კანდამოს არეკიპაში გამგზავრების შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კალდერონს დაეკისრა. 1904 წლის 7 მაისს, მანუელ კანდამოს გარდაცვალების შემდეგ, იგი პერუს პრეზიდენტად დაინიშნა. 1904 წლის 24 სექტემბერს, პერუს პრეზიდენტი ხოსე პარდო ი ბარედა გახდა. სერაფიო კალდერონი კუსკოში დაბრუნდა და აღმასრულებელ სასამართლოში განაგრძო მოღვაწეობა.
სერაფიო კალდერონი გარდაიცვალა 1922 წლის 3 აპრილს, კუსკოში, პერუ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.