From Wikipedia, the free encyclopedia
სელიმიეს მეჩეთი (თურქ. Selimiye Camii) — ოსმალეთის იმპერიის დროინდელი მეჩეთი თურქეთში, ქალაქ ედირნეში. მეჩეთის მშენებლობა მიმდინარეობდა 1569—1575 წლებში სულთან სელიმ II-ის თაოსნობით, სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მიმარ სინანი.[1] თავად სინანი მას თავის შედევრად თვლიდა, ამჟამად კი მიიჩნევა ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად.
სელიმიეს მეჩეთი და მისი სოციალური კომპლექსი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 41°40′41″ ჩ. გ. 26°33′34″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1366 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1366 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეს მოზრდილი მეჩეთი კუილიეს (საავადმყოფოს, სკოლის, ბიბლიოთეკის და/ან აბანოების კომპლექსი მეჩეთის გარშემო) ცენტრშია აღმათული, რომელიც მოიცავს მედრესეს (ისლამისა და მეცნიერების სასწავლო აკადემია), მეტაბელეების ოთახსა და არასტას (ჩამწკრივებული მაღაზიები). ამ მეჩეთში სინანმა გამოიყენა საყრდენი რვაკუთხა სისტემა, რომელიც შექმნილია კდელებზე გამოკვეთილი რვა კოლონით. კოლონებზე დაშენებული თაღების უკან, მართკუთხედის კუთხეებში არსებული ოთხი ნახევრად გუმბათი წარმოადგენს შუა ნაწილს უზარმაზარი გარშემოწერილობის გუმბათსა (დიამეტრი 31,25 მ) და კედლებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთის ინტერიერი სეგმენტებადაა დაყოფილი, სინანმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ მიჰრაბის დანახვა მეჩეთის ნებისმიერი ადგილიდან ყოფილიყო შესაძლებელი. ოთხი მაღალი მინარეთით შემოსაზღვრულ მეჩეთს მწვერვალზე დიდი გუმბათი ადგას. მის გარშემო ასევე განლაგებულია მრავალი დამატებითი ნაგებობა: ბიბლიოთეკები, სკოლები, სასტუმროები, აბანოები, უპოვართათვის განკუთვნილი წვნიანის სამზარეულოები, მაღაზიები, საავადმყოფოები და სასაფლაო. ეს ყოველივე შეჯგუფებულად, ღერძული მიმართულებითაა განლაგებული. მეჩეთის წინ გაშლილია მართკუთხა ეზო, რომლის ფართობიც მეჩეთისას უტოლდება.
1913 წელს, ედირნეზე ბულგარელების ალყის დროს, მათმა არტილერიამ მეჩეთის გუმბათზე იერიში მიიტანა. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელი სიმტკიცის წყალობით, დარტყმებისას გუმბათმა მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო. როგორც ამბობენ, ათათურქის ბრძანებით ის არ აღუდგენიათ, რათა მომავალი თაობებისთვის ერთგვარი გაფრთხილების სიმბოლო ყოფილიყო. 1982-1995 წლებში, მეჩეთი გამოსახული იყო თურქული ლირის 10 000-იან ბანკნოტზე.[2] 2011 წელს, დამხმარე ნაგებობებთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.