მიჰრაბი (არაბ. محراب) — სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბასკენ, საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს ლოცვისას. წარმოადგენს ორი ან მეტი სვეტით კედლისგან გამოყოფილ ნახევარწრიული აფსიდის ფორმის ჭრილს. პირველი მიჰრაბი ვალიდ I–ის მიერ მედინაში 709–710 წლებში აგებულ მეჩეთში გაჩნდა, თუმცა არც მას და არც რიგით მესამე მიჰრაბს, რომელიც დამასკოს დიდ მეჩეთში აიგო (705–715, დღემდე არ მოუღწევია. ჩვენამდე მოღწეული უძველესი მიჰრაბი უმარის მეჩეთშია, რომელიც ქალაქ ბუსრაში მდებარეობს და ომაიანების მმართველობის უკანასკნელ პერიოდს განეკუთვნება.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.