From Wikipedia, the free encyclopedia
საღორეთის ციხე, კლდისთავის ციხე, ცივა-სროლა[1] — საფორტიფიკაციო ნაგებობა მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ქოხთვარის სერზე, სოფელ პირველი მაისის თავზე (ყოფილი სოფელი საღორეთი).
საღორეთის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ციხე აგებულია მაღალ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი აქვს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან. ციხეს უკავია 200 მ² ფართობი ტერიტორია. შემორჩენილია კოშკი, გალავნის კედლის ერთი ნაწილი და კოშკზე მინაშენი (ჩრდ) კედლის ნანგრევი. სამსართულიანი კოშკის ფართობია დაახ. 6 მ², სიმაღლე 2,5 მ, კედლის სისქე 1,5-2 მ. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამი ფოსო (40х36 სმ, 25х15 სმ, 28х15 სმ). ფოსო მოპირდაპირე კედელზეც იქნებოდა მაგრამ ჩამოქცევის გამო არ შეინიშნება. ფოსოების არსებობა აქ სართულების არსებობაზე მიუთითებს (ორი სართული აშკარად შეიმჩნევა, სავარაუდოდ ჰქონდა მესამე სართულიც. კოშკი შიგნიდან მთლიანად ამოვსებულია მიწითა და ნანგრევი ქვებით. სათოფურები არ აქვს.
კოშკი გალავანშია ჩაქსოვილი. გალავანს ოვალისებური ფორმა აქვს. შედარებით უკეთ შემონახულა გალავნის ჩრდილოეთი მხარე რომელიც კოშკზეა მიშენებული. მოღწეული გალავნის სიმაღლე 2,10 მ. ციხეზე ამ მხრიდან მიისვლებოდა და სავარაუდოდ კარებიც აქედან უნდა ჰქონოდა, ამას გალავანში გჭრილი საფეხურებიც ადასტურებს.
ციხე ნაგებია თლილი ქვით კირის ხსნარზე, წყობა არეულია და უსწორმასწორო. აღსანიშნავია ის გარემოება რომ არც კოშკში და არც ციხეში სხვა რაიმე ხვრელი არ არსებობს. ამგვარი საბუთების გათვალისწინებით (უსწორმასწორო წყობა, სათოფურების არ არსებობა) საღორეთის ციხე XIV-XV საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.