Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სასკია სასენი (Saskia Sassen; დ. 5 იანვარი, 1947, ჰააგა, ნიდერლანდები) — ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ცნობილი კვლევებით გლობალიზაციაზე, საერთაშორისო მიგრაციაზე და ურბანისტიკაზე. ამჟამად სოციოლოგიის პროფესორია კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი მოფიქრებულია ტერმინი „გლობალური ქალაქი“.
სასენი გაიზარდა ბუენოს-აირესში, სადაც ის მშობლებთან ერთად 1950 წელს გადავიდა[1]. ბავშვობის ნაწილი ასევე იტალიაში გაატარა, რის გამოც მას უთქვამს, რომ ის „ხუთ ენაზე გაიზარდა“.
1966 წლიდან სასენი თითო წელს პუატიეს უნივერსიტეტში, რომის უნივერსიტეტში და ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ატარებს ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლად. 1969 წელს სასენი სოციოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობს ნოტრ-დამის უნივერსიტეტში, ინდიანა, სადაც მაგისტრისა (1971) და დოქტორის (1974) ხარისხებს იღებს. პარალელურად 1974 წელს მან ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო პუატიეს უნივერსიტეტიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.