From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ არაბეთის ფედერაცია ( არაბ. اتحاد الجنوب العربي ) — დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა სამხრეთ იემენის ტერიტორიაზე. დედაქალაქი იყო ადენი. [1]
სამხრეთ არაბეთის ფედერაცია არაბ. اتحاد الجنوب العربي ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ადენი | ||||||||
ენა | არაბული ენა, ინგლისური ენა | ||||||||
რელიგია | ისლამი | ||||||||
ფართობი | 55 000 კმ2 | ||||||||
მოსახლეობა | 550 000 მოსახლე (1962) | ||||||||
მმართველობის ფორმა | კოლონიალური ადმინისტრაცია | ||||||||
უმაღლესი კომისარი | |||||||||
- 1967 | ჰემფრი ტრეველიანი/ ბარონი ტრეველიანი | ||||||||
1962 წლის 4 აპრილს შეიქმნა სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციის 15 სახელმწიფოსგან. 1963 წლის 18 იანვარს მას შეუერთდა ადენის კოლონია. 1964 წლის ივნისში ზემო აულაკის სასულთნოს ანექსიის შემდეგ ფედერაციაში 17 სახელმწიფო შვვიდა. შეიხ ოსმანსა და პატარა ადენს შორის შუა გზაზე უდაბნოში აშენდა სამხრეთ არაბეთის ფედერაციის დედაქალაქი, ალ-ითთიჰადი. რეგიონებს შორის მანძილი დიდი იყო: მაალადან (ადენის რეგიონი) შეიხ ოსმანამდე — 8 კილომეტრი, პატარა ადენამდე — 13 კილომეტრი.
1962 წლის 23 ივლისს ლონდონში დაიწყო მოლაპარაკებები ბრიტანეთის კოლონიების მინისტრ დუნკან სანდისსა და სამხრეთ არაბეთის ფედერაციისა და ადენის კოლონიის მინისტრებს შორის. მხარეებს შორის ადენის კონსტიტუციური სტატუსის და ფედერაციაში შესვლის პირობების საკითხი დაისვა. ადენში მრავალმა პარტიამ და ორგანიზაციამ გააპროტესტა ეს მოლაპარაკებები, ვინაიდან მათი აზრით, კოლონიალური სახელმწიფოს მინისტრებს არ ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ ადენის მოსახლეობის ბედი და რომ მხოლოდ საერთო არჩევნების შედეგად შექმნილი ადენის ეროვნული მთავრობა იყო კომპეტენტური ფედერაციასთან გაერთიანების საკითხში. ამ ყველაფრის მისაღწევად საჭირო იყო მისი ინგლისზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ადენის პროფკავშირების კონგრესის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ ადენის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გაფორმებული ნებისმიერი გაერთიანება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაიშლებოდა. ლონდონის მოლაპარაკებების დაწყების
დღეს ადენში საპროტესტო გაფიცვა გამოცხადდა. ადენის პროფკავშირების კონგრესმა მოითხოვა გაფიცვის მოწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ადენს ჰქონდა კანონი, რომელიც კრძალავდა გაფიცვებს 1960 წლიდან. კანონის დამრღვევები პატიმრობას ექვემდებარებოდნენ.[2]
1962 წლის 16 აგვისტოს მოლაპარაკებები დასრულდა ხელშეკრულების ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი ადენი 1963 წლის 1 მარტს უნდა გამხდარიყო სამხრეთ არაბეთის ფედერაციის ნაწილი. შეთანხმების მიხედვით 1959 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი ფედერაციის შეთანხმება ძალაში დარჩებოდა და ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მისი დამატება იქნებოდა. ამ მოლაპარაკებების დროს ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება ადენის კონსტიტუციურ სტატუსში მცირე ცვლილების შეტანაზე, მას შემდეგ რაც ის ფედერაციის ნაწილი გახდებოდა.[3]
1965 წელს ბრიტანელებმა დროებით მოხსნეს სამხრეთ არაბეთის ფედერაციის მთავრობა და შემოიღეს პირდაპირი კოლონიური მმართველობა.
1966 წელს ფედერაციის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თანამეგობრობის თამაშებზე , კინგსტონში, (იამაიკა).
ფედერაცია დაიშალა და მიიღო დამოუკიდებლობა სამხრეთ არაბეთის პროტექტორატთან ერთად. 1967 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.[4]
დროშა | სახელი | Შეიქმნა | შეუერთდა | შენიშვნები |
---|---|---|---|---|
ადენის შტატი | 1963 წ. | |||
ალავი | უცნობია | |||
აქრაბი | 1770 წ | |||
აუდალის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ბეიჰანის საამირო | 1680 წ. | |||
დათინა | მე -18 საუკუნე | |||
დალას საამირო | მე-19 საუკუნის
დასაწყისში |
|||
ფადლის სასულთნო | მე-17 საუკუნე | |||
ჰაუშაბის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ლაჰეჯის სასულთნო | 1728 წ. | 1872 წ. | ადრე მართავდა ადენს | |
ქვედა აულაკის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ქვედა იაფას სასულთნო | დაახლ. 1800 წ | |||
მუფლაჰი | 1850 წ | |||
შაიბი | მე -18 საუკუნე | |||
ზემო აულაკი | მე -18 საუკუნე | |||
ზემო აულაკის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ვაჰიდის სასულთნო | 1830 წ | თავდაპირველად შედგებოდა ოთხი სუბ-სასულთნოსგან: ვაჰიდი ბალჰაფი, ვაჰიდი აზანი, ვაჰიდი ბირ ალი, ვაჰიდი ჰაბანი |
ფედერაცია 1963 წლიდან 1966 წლამდე გამოსცემდა ადენის საკუთარ საფოსტო მარკებს . 1965 წლის 1 აპრილს გამოვიდა უკანასკნელი კომპლექტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.