სამუელ ლეროი ჯექსონი (ინგლ. Samuel L. Jackson დ. 21 დეკემბერი, 1948) — ოსკარის ნომინანტი და BAFTA-ს გამარჯვებული ამერიკელი მსახიობი.

სწრაფი ფაქტები სამუელ ლეროი ჯექსონი, დაბადების სახელი ...
სამუელ ლეროი ჯექსონი
Thumb
სემიუელ ლეროი ჯექსონი 2019 წელს
დაბადების სახელი სამუელ ლეროი ჯექსონი
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1948 (1948-12-21) (76 წლის)
ვაშინგტონი,  აშშ
აქტიური 1972–დღემდე
მეუღლე(ები) ლატანია რიჩარდსონი
(1980-დღემდე)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1994 — მაკულატურა
სხვა ჯილდოები

ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

1997 — ჯეკი ბრაუნი
საიტი
დახურვა

ბიოგრაფია

ცხოვრების ადრეული წლები

სემიუელ ლ. ჯექსონი დაიბადა 1948 წლის 21 დეკემბერს, ვაშინგტონში. იგი გაიზარდა ჩატანუგაში, ტენესი, დედამის, ელიზაბეტ ჯექსონთან ერთად. მამამისი ცხოვრობდა კანსასაში, მისური, შემდეგ კი გარდაიცვალა. მიზეზი ალკოჰოლი იყო. ჯექსონი მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა მამამისს. იგი დადიოდა Riverside High-ში (ამჟამად Chattanooga School for the Arts and Sciences). ამის შემდეგ იგი მივიდა Morehouse College-ში, ატლანტა, ჯორჯიის შტატი.

კარიერა

ჯექსონმა კარიერა დაიწყო 1972 წელს, ფილმში „Together for Days“. ამ დაწყებითი როლის შემდეგ, მან გადაწყვიტა წასულიყო საცხოვრებლად ნიუ-იორკში, რამაც მას წარმატება მოუტანა. 1981 წელს, მან შეასრულა უმნიშვნელო როლი ფილმში „რეგთაიმი“. შემდეგი 6 წელი, ჯექსონისთვის წარუმატებელი გამოდგა. 1987 წელს, მან მიიღო მონაწილეობა ფილმში „ნამდვილი ედი მერფი“, ხოლო 1988 წელს, ფილმში „ამერიკაში დაბრუნება“. 1981 წელს, ჯექსონმა გაიცნო სპაიკ ლი და 1988 წელს ითამაშა მის ფილმში „School Daze“. ამას მოყვა ფილმები: „სიყვარულის ზღვა“ (1989),დიდებული ბიჭები (1990), „ბლუზი უკეთეს ცხოვრებაზე“ (1990) და „ცდუნება“ (1990). სპაიკ ლის დახმარებით ასევე მან ითამაშა ფილმში „ჯუნგლების ციებ–ცხელება“.

ჯექსონის წარმატება შეიმჩნევა 1990-93 წლებში. მან ითამაშა ბევრ წარმატებულ ფილმში: „მხოლოდ ბიზნესი“ (1991), „ავტორიტეტი“ (1992) ტუპაკ შაკურთან ერთად, „პატრიოტული თამაშები“ (1992), „დატენილი იარაღი 1“ (1993) „ამოსი და ენდრიუ“ (1993) და „იურული პარკი“ (1993).

1994 წელს მას დაუკავშირდა კვენტინ ტარანტინო და ფილმ „მაკულატურაში“ ჯულს ვინფილდის როლი შესთავაზა. ჯექსონისთვის მოულოდნელობა იყო ის, რომ ეს როლი სპეციალურად მისთვის დაიწერა. ფილმში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი ვარსკვალი: ჯონ ტრავოლტა, უმა თურმანი, ბრიუს უილისი და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ჯექსონისთვის 30-ე იყო, სწორედ ამ როლმა მოუტანა მას საერთაშორი ოაღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი და ტრავოლტა თანაბარი დროის მანძილზე ჩნდებიან ფილმში, სტუდია „მირამაქსმა“ ტრავოლტა წარადგინა ოსკარზე როგორც მთავარი როლის, ხოლო ჯექსონი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი. ამავე კატეგორიაში წარადგინეს ჯექსონი ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს დაჯილდოებებზე. მსახიობმა მხოლოდ ეს უკანასკნელი მოიგო.

1995-1997 წლებში მან მიიღო მონაწილეობა ფილმებში: „სიკვდილის კოცნა“, „კერკეტი კაკალი 3“, „დიდი თეთრი ტყუილი“, „დროა მოკვლის“, „ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ“, „საბედისწერო რვიანი“, „ერთი რვა შვიდი“, „ევას თავშესაფარი“ და „ჯეკი ბრაუნი“. ამ უკანასკნელისთვის მიიღო ბერლინალეს ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და ოქროს გლობუსის მესამე ნომინაცია. ამ წლებში მან მიაღწია წარმატების უმაღლეს მწვერვალს. 1998 წელს, ჯექსონი მთავარ როლს თამაშობს ფილმში „მომლაპარაკებელი“, ამ წელსვე მან ითამაშა ფილმში „წითელი ვიოლინო“, რაც საკმაოდ წარმატებული გადმოდგა მისთვის.

1999 წელს, ჯექსონმა ითამაშა ფილმში „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“. რასაც მოყვა ფილმის გაგრძელება 2002 წელს „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ და 2005 წელს „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შეტევა“. ჯექსონმა ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორევიცაა: „უვნებელი“ (2000), „ბრძოლის წესები“ (2000), „ადამიანი გამოქვაბულიდან“ (2001), „სამი იქსი“ (2002), „ფორმულა 51“ (2002), „ბაზა“ (2003), „სპეცრაზმი“ (2003), „ჩემს ქვეყანაში“ (2004), „სუპეროჯახი“ (2004), „მოკალი ბილი, ტომი 2“ (2004), „კაცი“ (2005), „სამი იქსი 2“ (2005), „მწვრთნელი კარტერი“ (2005), „სიმამაცის სახლი“ (2006), გველები თვითმფრინავზე (2006), „ჩემპიონის დაბრუნება“ (2007), 1408 (2007), „შავი გველის კვნესა“ (2007) „მწმენდავი“ (2007), „რკინის კაცი“ (2008).

2012 წელს ჯექსონმა კლავ ითანამშრომლა კვენტინ ტარანტინოსთან და მონაწილეობა მიიღო ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში „ჯანგო გათავისუფლებული“. ჯექსონმა შეასრულა სტეფენის როლი, შავკანიანი მსახურისა, რომელიც მონობისა და რასიზმის დამცველად გამოდის.

პირადი ცხოვრება

ჯექსონი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ, ლატანია რიჩარდსონთან 1980 წელს. წყვილს, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ჰყავს ქალიშვილი, ზოი. იგი დაიბადა 1982 წელს და სწავლობს კულინარიის სკოლაში.

Thumb
სამუელ ლ. ჯექსონი ფილმში „მაკულატურა“

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972 Together for Days Together for Daysსტენი
1981 რეგთაიმი Ragtime ბანდის წევრი
1987 ნამდვილი ედი მერფი Eddie Murphy Rawედის ბიძა
1988 ამერიკაში დაბრუნება Coming to Americaკაცი
1988 School Daze School Dazeლიდსი
1989 სიყვარულის ზღვა Sea of Loveშავი ბიჭი
1990 დიდებული ბიჭები Goodfellas პარნელ სტივენ ედვარდსი
1990 ბლუზი უკეთეს ცხოვრებაზე Mo' Better Bluesმედლოკი
1990 ცდუნება Def by Temptationმინისტრი გართი
1991 ჯუნგლების ციებ–ცხელება Jungle Feverგეიტორ პურიფი
1991 მხოლოდ ბიზნესი Strictly Businessმონრო
1992 ავტორიტეტი Juice ტრიპი
1992 პატრიოტული თამაშები Patriot Gamesრობი ჯექსონი
1993 დატენილი იარაღი 1 Loaded Weapon 1სერჟანტი ვეს ლუგერი
1993 ამოსი და ენდრიუ Amos & Andrewენდრიუ სტერლინგი
1993 იურული პარკი Jurassic Parkჯონ რეინოლდ არმონდი
1994 მაკულატურა Pulp Fictionჯულს ვინფილდი
1995 სიკვდილის კოცნა Kiss of Deathკელვინ ჰარტი
1995 კერკეტი კაკალი 3 Die Hard with a Vengeanceზეუს კარვერი
1996 დიდი ტეთრი ტყუილი The Great White Hypeფრედ სულთანი
1996 მოკვლის დროა A Time to Killკარლ ლი ჰეილი
1996 ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ The Long Kiss Goodnightმიჩ ჰენესი
1996 საბედისწერო რვიანი Hard Eightჯიმი
1997 ერთი რვა შვიდი One Eight Sevenტრევორ გარფილდი
1997 ევას თავშესაფარი Eve's Bayouლუიზ ბატისტი
1997 ჯეკი ბრაუნი Jackie Brownორდელ რობი
1998 მომლაპარაკებელი The Negotiatorდენი რომანი
1998 წითელი ვიოლინო The Red Violinჩარლზ მორიცი
1999 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე Star Wars Episode I: The Phantom Menaceმეის ვინდუ
2000 უვნებელი Unbreakableელია პრაისი
2000 ბრძოლის წესები Rules of Engagementტერი ჩილდერსი
2001 ადამიანი გამოქვაბულიდან The Caveman's Valentineრომულუს ლედბეტერი
2002 სამი იქსი xXxაგენტი ავგუსტუს გიბონსი
2002 ფორმულა 51 The 51st Stateელმო მაკელროი
2002 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა Star Wars Episode II: Attack of the Clonesმეის ვინდუ
2003 ბაზა Basicსერჟანტი ნათან ვესტი
2003 სპეცრაზმი S.W.A.T.დენ ჰარელსონი
2004 ჩემს ქვეყანაში In My Countryლენგსტონ უიტფელდი
2004ანფ სუპეროჯახი The Incrediblesლუციუს ბესტი
2004 ამნეზია Twisted ჯონ მილზი
2004 მოკალი ბილი, ტომი 2 Kill Bill Volume 2რუფუსი
2005 კაცი The Manდერიკ ვანი
2005 სამი იქსი 2 xXx: State of the Unionაგენტი ავგუსტუს გიბონსი
2005 მწვრთნელი კარტერი Coach Carterკენ კარტერი
2005 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება Star Wars Episode III: Revenge of the Sithმეის ვინდუ
2006 სიმამაცის სახლი Home of the Brave დოქტორი უილ მარში
2006 გველები თვითმფრინავზე Snakes on a Plane ნევილ ფლინი
2007 ჩემპიონის დაბრუნება Resurrecting the Champ ბობ სატერფილდი
2007 1408 1408 ჯერალდ ოლინი
2007 შავი გველის კვნესა Black Snake Moan ლაზარუს ვუდსი
2007 მწმენდავი Cleaner ტომ კატლერი
2008 რკინის კაცი Iron Man ნიკ ფური
2009 უსახელო ნაბიჭვრები Inglourious Basterdsხმა კადრს მიღმა
2009 დედა და შვილი Mother and Childპოლი
2010 რკინის კაცი 2 Iron Man 2 ნიკ ფური
2012 ჯანგო გათავისუფლებული Django Unchainedსტეფენი
2012 შურისმაძიებლები The Avengers ნიკ ფური
2014 რობოტი-პოლიციელი RoboCopპატრიკ ნოვაკი
2014კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაციCaptain America: The Winter Soldierნიკ ფური
2015 კინგზმენი: საიდუმლო სამსახური Kingsman: The Secret Serviceრიჩმონდ ვალენტინი
2017 კონგი: თავის ქალის კუნძულიKong: Skull Islandპრესტონ პაკარდი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.