From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი (ფრანგ. François-Auguste-René Rodin; დ. 12 ნოემბერი, 1840, პარიზი, ― გ. 17 ნოემბერი, 1917, მედონი) — ფრანგი მოქანდაკე.
ოგიუსტ როდენი | |
---|---|
ოგიუსტ როდენი | |
სრული სახელი | ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი |
დაიბადა | 12 ნოემბერი, 1840 |
დაბადების ადგილი | პარიზი |
გარდაიცვალა | 17 ნოემბერი, 1917 |
გარდაცვალების ადგილი | მედონი |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | მოქანდაკე |
ჟანრი | პორტრეტი[1] [2] , ალეგორია[2] , ფიგურა[2] , ნიუ[2] და public art[3] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
ოგიუსტ როდენი დაიბადა 1840 წლის 12 ნოემბერს. როდენმა ქანდაკებაში შემოიტანა მანამდე უცნობი ფორმის თავისუფლება. იგი ქმნის როგორც ზუსტ რეპროდუქციებს („მოაზროვნე“), ასევე ძლიერი გრძნობით აღსავსე ქანდაკებებს („კოცნა“). მისი ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი ფორმით, მათში იგრძნობა განსაცვიფრებელი წონასწორობა უხეში მასალისგან გამოძერწილ მოდელსა და ნაწარმოებში ჩადებულ შთაგონებას შორის. მან პირველად ფართოდ შემოიტანა ქანდაკებაში ქანდაკების სიშიშვლე რასაც იგი „ადამიანის სილამაზეს“ უწოდებდა.
როდენს არ უყვარდა ზედმეტად დაკუნთული სხეული, იგი უპირატესობას ძლიერ და ლამაზ სხეულს ანიჭებდა. ქანდაკება „კალეს მოქალაქეები“ უკავშირდება 1347 წელს ქალაქ კალეში მომხდარ ისტორიულ მოვლენას. მეფე ედუარდ III-ემ ალყა შემოარტყა კალეს. მან მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვა, რომ მასთან მისულიყო კისერზე თოკშებმული ექვსი ცნობილი მოქალაქე და ქალაქის გასაღები მიერთმია. კალეს ექვსმა ცნობილმა მოქალაქემ თავი გასწირა ქალაქის სხვა მაცხოვრებლების გადასარჩენად.
როდენმა თავისი ქანდაკებების ყალიბები საჯარო მოხმარებისთვის დატოვა, თავადვე შექმნა საკუთარი ხელმოწერის ასლებიც და ამით საშუალება მისცა სხვებს მისი სიკვდილის შემდეგაც გაეგრძელებინათ მის მიერ დაწყებული გზა. როდენის რამდენიმე ქანდაკება, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, განადგურდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.