From Wikipedia, the free encyclopedia
როდენის მუზეუმი (ფილადელფია, აშშ) - გაიხსნა 1929 წლის 29 ნოემბერს. მასში დაცულია ოგიუსტ როდენის განთქმული ნამუშევრები: მოაზროვნე, (1880-1882) განთავსებულია მუზეუმის ეზოში. მუზეუმის შესასველშია ჯოჯოხეთის კარიბჭე. ეს არის 5.5მ სიმაღლის ბრინჯაოს კარი, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესავლელისათვის, რომელიც უნდა ყოფილიყო პარიზში, მაგრამ იდეა არ განხორციელდა. როდენმა 1880 წლიდან თითქმის გარდაცვალებამდე (1917) ამ კარიბჭისათვის 100-ზე მეტი სკულპტურა შექმნა. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა იყო მოაზროვნე, მაგრამ მოგვიანებით იგი დამოუკიდებელ სკულპტურად შეიქმნა. ფილადელფიის მუზეუმში წარმოდგენილი ჯოჯოხეთის კარიბჭე არის ერთ-ერთი იმ სამი კარიბჭიდან, რომელიც ჩამოისხა.
მუზეუმის დარბაზებში წარმოდგენილია როდენის მრავალი ნამუშევარი, მათ შორისაა კოცნა (1886), მარადიული გაზაფხული (1884), კალეს მოქალაქეები (1884).
მუზეუმი წარმოადგენს თეატრისა და კინოს მაგნატის, ი. მასტმაუმის (1872-1926) საჩუქარს ქალაქ ფილადელფიისათვის. მასტმაუმი 1923 წლიდან აგროვებდა როდენის ნამუშევრებს, იმ მიზნით რომ მუზეუმი შეექმნა და გაემდიდრებინა თანამოქალაქეები. სამი წლის განმავლობაში მან თავი მოუყარა როდენის ნამუშევრების უმდიდრეს კოლექციას , რომელიც მოიცავდა: ბრინჯაოს ქანდაკებებს, თაბაშირის ესკიზებს, ჩანახატებს, გამოცემებს, წერილებს და წიგნებს. 1926 წელს მასტმაუმმა ფრანგ არქიტექტორებს პაულ კრეტსა და ჟაკ გრებერს დაუკვეთა მუზეუმის შენობისა და ბაღის დიზაინი. ქველმოქმედი კოლექციონერი ვერ მოესწრო თავისი ოცნების ახდენას და მუზეუმის ხილვას . მისი ოცნება მისმა ცოლმა შეასრულა და 1929 წლის 29 ნოემბერს მუზეუმი გაიხსნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.