რიტა მორენო

From Wikipedia, the free encyclopedia

რიტა მორენო

რიტა მორენო (დაიბადა როგორც როზა დოლეროს ალვერიო მარკანო;[1] დ. 11 დეკემბერი, 1931) — პუერტო-რიკოელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. მისი კარიერა მოიცავს 70 წელზე მეტს. მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ფილმში, აღსანიშნავია მისი მეორეხარისხოვანი როლები შემდეგ ფილმებში: 1952 წლის ამერიკული მიუზიკლი-კომედია „სიმღერა წვიმის ქვეშ“, ამერიკული მიუზიკლი „მეფე და მე“ (1956), რომანტიკული მიუზიკლი „ვესთსაიდური ამბავი“ (1961), 1971 წლიდან 1977 წლამდე მონაწილეობდა ამერიკულ საგანმანათლებლო საბავშვო სატელევიზიო სერიალში, „ელექტრო კომპანია“, 1997 წლიდან 2003 წლამდე პიტერ მარია რეიმონდოს როლს თამაშობდა HBO-ს სერიალში სახელწოდებით, „Oz“. გადაღებულია ისეთ ფილმებში როგორიცაა: ამერიკული კომედიური დრამა „პოპი“ (1969), „სხეულის შეცნობა“ (1971), რომანტიკული კომედია „ოთხი სეზონი“ (1981), „მე ასე მომწონს“ (1994), კომედიური დრამა „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“ (1998). 1994] წლიდან 1999 წლამდე ახმოვანებდა ანიმაციურ სერიალს, სახელწოდებით „სად არის დედამიწაზე კარმენ სენდიეგო?“. სცენაზე ნათამაშები როლებიდან, ყველაზე მეტად ცნობილია გუგი გომეზის შესრულებული როლით, კომედიაში „The Ritz“.

სწრაფი ფაქტები რიტა მორენო, დაბადების სახელი ...
რიტა მორენო
Thumb
მორენო 2011 წელს
დაბადების სახელი როზა დოლეროს ალვერიო
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1931 (1931-12-11) (93 წლის)
პუერტო-რიკო
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე
აქტიური 1943-დღემდე
მეუღლე(ები) ლეონარდ გორდონი (იქ. 1965–2010)
შვილ(ებ)ი 1
დახურვა

2020 წლის მონაცემებით, თამაშობს სიტკომის, სახელწოდებით „ერთხელ ერთ დღეს“-ის რიმეიქში.

მორენო იმ რამდენიმე არტისტს შორის შედის,[2] რომელსაც მოგებული აქვს ოთხივე მთავარი ამერიკული ყოველწლიური ჯილდო: ემი, გრემის ჯილდო, ოსკარი და ტონი. გარდა ამისა, დაჯილდოვებულია სხვა მრავალი პრიზით, როგორც სამსახიობო მოღვაწეობისთვის, ასევე ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, მათ შორის არის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 2019 წელს დაჯილდოვდა „Peabody“-ის ჯილდოთი.

ადრეული ცხოვრება

რიტა მორენო დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს, პუერტო-რიკოში. არის როზა მარიას და ფრანცისკო ჯოზე ალვერიოს შვილი. მისი ზედმეტსახელი იყო „როსიტა“. მისი წინაპრები იყვნენ ესპანეთიდან. მორენოს დედა 1936 წელს რიტასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად ფრანცისკო. მსახიობმა მისი გვარი აიღო დედამისის მეორე ქმრის, ედუარდ მორენოსგან. თინეიჯერობის წლები გაატარა ნიუ-იორკის რამდენიმე სოფელში.[3]

კარიერა

ადრეული კარიერა

Thumb
რიტა მორენო 1963 წელს

რიტამ ცეკვა ნიუ-იორკში ჩასვლიდან ცოტახნის შემდეგ დაიწყო. 11 წლის ასაკში ახმოვანებდა ამერიკული ფილმების ესპანუროვან ვერსიებს. ბროდვეის თეატრში პირველად გამოჩნდა ანგელინას როლით, პიესაში „Skydrift“.

ფილმები

1950-იან წლებში სტაბილურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ფილმებში, ძირითადად პატარა როლებით. მათ შორისაა „ახალი ორლეანის სადღეგრძელო“)[4] და „სიმღერა წვიმის ქვეშ“, რომელშიც ითამაშა ზელდა ზანდერსის როლი. 1954 წლის მარტში, რიტა მორენო მოხვდა ჟურნალ „Life“-ის მთავარ გვერდზე. ამ პერიოდში მსახიობი უკმაყოფილო იყო იმ სტერეოტიპული როლებით, რომელსაც იგი სხვადასხვა ფილმებში თამაშობდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ტუპტიმის როლი ფილმში, „მეფე და მე“.[5]

1961 წელს ანიტას როლი ითამაშა რობერტ ვაიზის და ჯერომ რობინსის ფილმში, „ვესთსაიდური ამბავი“. ამ როლის შესრულებისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.[6]

ოსკარის მოგების შემდეგ, მორენომ იფიქრა რომ სტერეოტიპული როლების მორგება ფილმებში აღარ მოუწევდა, თუმცა მას იმედები გაუცრუვდა. ერთხელ მან თქვა: „ოსკარის მოგებიდან 7 წლის განმავლობაში არცერთ ფილმში არ მიმიღია მონაწილეობა, „ვესთსაიდური ისტორიის“ გადაღებამდე ყოველთვის სტერეოტიპული როლების მორგებას მთავაზობდნენ. კონჩიტები და ლოლიტები დასავლეთში. ყოველთვის ფეხშიშველი ვიყავი. ეს იყო დამამცირებელი, მაგრამ მე ეს გავაკეთე რადგან სხვა არაფერი იყო. ვესთსაიდური ისტორიის შემდეგ ისევ იგივე იყო.” [7]}}

1961 წელს მთავარი როლი ითამაშა ამერიკულ დრამაში, „ზაფხული და კვამლი“, რომელიც ვესთსაიდური ამბავის შემდეგ გამოვიდა.

1968 წელს დაუბრუნდა სამსახიობო კარიერას ფილმით, „მომდევნო დღის ღამე“, სადაც ამერიკელ მსახიობთან, მარლონ ბრანდოსთან ერთად ითამაშა. ამას მოჰყვა შემდეგი როლები ფილმებში: „პოპი“ (1969), „მარლოუ“ (1969), „სხეულის შეცნობა“ (1971), „The Ritz“ (1976). ამის შემდეგ მან კვლავ განაგრძო ფილმებში აქტიურად მონაწილეობის მიღება, მათ შორისაა პატარა როლი 2014 წლის ამერიკულ ანიმაციურ ფილმში, „რიო 2“. რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფილმად.

პირადი ცხოვრება

1965 წლის ივნისში მორენო დაქორწინდა კარდიოლოგისტზე და თავის მენეჯერზე, ლეონარდ გორდონზე. ისინი ერთად დარჩნენ 2010 წლამდე, ლეონარდ გორდონის გარდაცვალებამდე.[8] მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი, ფერნანდა გორდონ ფიშერი და ორი შვილიშვილი.ref>„Leonard Isadore Gordon“. Los Angeles Times. July 11, 2010. ციტირების თარიღი: February 10, 2020 წარმოდგენილია Legacy.com-ის მიერ.</ref> მორენომ ერთხელ გადაწყვიტა თავისი ქმრის მიტოვება, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მას ოჯახის დანგრევა არ სურდა.

მორენოს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან, მარლონ ბრანდოსთან.[9] როდესაც მორენო დაფეხმძიმდა, ბრანდომ მას ბავშვის მოცილება მოსთხოვა,[10] აბორტის შედეგად, მორენომ გადაჭარბებული საძილე აბებით თავის მოკვლა სცადა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.