From Wikipedia, the free encyclopedia
სერ რალფ ნორმან ენჯელი (დ. 26 დეკემბერი, 1872 — გ. 7 ოქტომბერი, 1967) — ინგლისელი ლექტორი, ჟურნალისტი, ავტორი და პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან.[10] ნობელის პრემიის ლაურეატი.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
რალფ ნორმან ენჯელი | |
---|---|
ინგლ. Norman Angell[1] | |
დაბადების თარიღი | 26 დეკემბერი, 1872[2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Mansion House[4] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1967[6] [7] [1] [3] [4] (94 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Croydon[1] [4] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[1] |
განათლება | ჟენევის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[8] [9] და რაინდი-ბაკალავრი[3] |
ენჯელი იყო დემოკრატიული კონტროლის კავშირის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი. იგი მსახურობდა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის საბჭოში, იყო, ომისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კომიტეტის აღმასრულებელი, ერების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და აბისინიის ასოციაციის პრეზიდენტი. მას 1931 წელს მიენიჭა რაინდ-ბაკალავრის წოდება, 1933 წელს — ნობელის პრემია.[11][12]
ენჯელი თომას ენჯელ ლეინის და მერი ლეინ ბრიტანის ექვსი შვილიდან ერთ – ერთი იყო. დაიბადა, ჰოლბიჩში, ლინკოლნშირში, ინგლისში. [12] მისი სრული სახელი რალფ ნორმან ენჯელ ლეინი იყო, მაგრამ მოგვიანებით მიიღო ენჯელი როგორც მისი ერთადერთი გვარი. იგი სწავლობდა ინგლისის რამდენიმე სკოლაში, ალექსანდრე რიბოტის სახელობის ლიცეუმში, სანტ-ომერში, საფრანგეთში და ჟენევის უნივერსიტეტში.
ჟენევაში,ენჯელმა იგრძნო, რომ ევროპა "უიმედოდ იყო ჩაფლული გადაუჭრელ პრობლემებში". შემდეგ, ჯერ კიდევ მხოლოდ 17 წლის ასაკში, ის ემიგრაციაში წავიდა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, [12] სადაც მან მრავალი წლის განმავლობაში იმუშავა ვაზის დამრგველად, სარწყავი-თხრილის მუშად, ფოსტის გადამზიდავად, და შემდეგ, მის ბუნებრივ უნარებთან ახლოს, როგორც St. Louis Globe-Democrat-ის რეპორტიორად და მოგვიანებით სან-ფრანცისკოს ქრონიკისათვის .
მცირე საოჯახო საკითხების გამო იგი ინგლისში დაბრუნდა 1898 წელს, შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა ინგლისურენოვან Daily Messenger– ის ქვე – რედაქტორად სამუშაოდ [13] შემდეგ კი როგორც გაზეთ Eclair– ის თანამშრომელი. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მუშაობდა ასევე, როგორც ფრანგი კორესპონდენტი ზოგიერთი ამერიკული გაზეთისათვის, რომელთაც ის უგზავნიდა სტატიებს დრეიფუსის საქმის განვითარებასთან დაკავშირებით. [12] 1905–1912 წლებში, იგი გახდა პარიზის გაზეთ Daily Mail -ის რედაქტორი .
ინგლისში დაბრუნების შემდეგ , 1914 წელს, იგი გახდა დემოკრატიული კონტროლის კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას 1920 წელს და იყო საპარლამენტო კანდიდატი რუშკლიფისთვის 1922 წლის საყოველთაო არჩევნებში და 1923 წელს როსენდეილის არჩევნებში. ის იყო ჩრდილოეთ ბრედფორდის დეპუტატი 1929-1931 წლებში; ეროვნული მთავრობის შექმნის შემდეგ, მან გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ აღარ აპირებდა ბრძოლას ხელახლა არჩევისათვის, 1931 წლის 24 სექტემბერს. [14] 1931 წელს მან რაინდ-ბაკალავრის წოდება მიიღო თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ღვაწლისთვის, ხოლო 1933 წელს მიენიჭა ნობელის პრემია .
1930-იანი წლების შუა პერიოდიდან ენჯელი აქტიურად აწარმოებდა კამპანიას გერმანიის, იტალიისა და იაპონიის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში 1940 წელს მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთისთვის ამერიკის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და იქ დარჩა მანამ, სანამ მისი ავტობიოგრაფია გამოქვეყნდებოდა, 1951 წელს. იგი მოგვიანებით დაბრუნდა ბრიტანეთში და გარდაიცვალა 94 წლის ასაკში, კროიდონში, სარის საგრაფოში. [13]
იგი დაქორწინდა ბეატრის კუველიეზე, მაგრამ ისინი დაშორდნენ, რის შემდეგაც იგი ბოლო 55 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.
მისი ნობელის პრემიის მედალი და თანმხლები გრაგნილი იმპერიული ომის მუზეუმში ინახება.
ენჯელი ყველაზე მეტად ახსოვთ მისი 1909 წლის პამფლეტით, ევროპის ოპტიკური ილუზია, რომელიც მომდევნო წლებში გამოქვეყნდა, როგორც წიგნი, დიდი ილუზია . (ანტი საომარი ფილმი La Grande Illusion -ის სათაური, სწორედ მისი პამფლეტისგან წარმოდგება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.