პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ფილმი)

From Wikipedia, the free encyclopedia

პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ფილმი)

პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ინგლ. All The President's Men) — ამერიკული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: რობერტ რედფორდი, დასტინ ჰოფმანი, ჯეისონ რობარდსი და სხვები. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმი წარმოადგენს პაკულას პარანოიკული ტრილოგიის ბოლო ნაწილს, წინა ფილმები იყო „კლუტი“ (1971) და „პარალაქსის შეთქმულება“ (1974).

სწრაფი ფაქტები „პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“, დამდგმელი რეჟისორი ...
„პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“
Thumb
ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ალან პაკულა
პროდიუსერი უოლტერ კობლენზი
სცენარის ავტორი ვილიამ გოლდმენი
ნაწარმოები პრეზიდენტის მთელი მხედრიონი
ბობ ვუდვარდი,კარლ ბერნსტაინი
როლებში დასტინ ჰოფმანი
რობერტ რედფორდი
კომპოზიტორი დევიდ შაირი
ოპერატორი გორდონ უილისი
მონტაჟი რობერტ ვ. ვულფი
სტუდია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 4 აპრილი, 1976
ხანგრძლივობა 138 წთ
ქვეყანა  აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $8,500,000
წინა პარალაქსის შეთქმულება
დახურვა

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებმა კარლ ბერნსტაინმა და ბობ ვუდვარდმა, ნიქსონის გუნდის წინასაარჩევნო მაქინაციების გულმოდგინე და საშიში გამოძიების შედეგად, მთელ ქვეყანას დაანახეს „ხალხის მსახურთა“ ჭეშმარიტი სახე. ფილმი გადაღებულია მათი წიგნის მიხედვით და მოგვითხრობს იმ პოლიტიკური სკანდალის შესახებ, რომელიც აშშ-ში 1972 წელს მოხდა. ამ ამბავს იცნობენ როგორც „უოტერგეიტის საქმეს“. მან პრეზიდენტი ნიქსონი გადადგომამდე მიიყვანა.

როლებში

ჯილდოები

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯეისონ რობარდსი
  2. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: უილიამ გოლდმენი
  3. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჯორჯ ჯენკისი, ჯორჯ გეინსი
  4. საუკეთესო ხმა: არტურ პიანტადოსი, ჯეიმზ ვები, ლეს ფრეშოლცი, დიკ ალეგზანდერი

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.