პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, პორტატიული სათამაშო კონსოლი, ან უბრალოდ პორტატიული კონსოლი — მცირე ზომის სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩაშენებულია ყველა ის კომპონენტი (ეკრანი, დინამიკი სათამაშო ღილაკები და ა.შ), რომელიც საჭიროა ვიდეო თამაშის ფუნქციონირებისთვის. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოწყობილობა ზომაში გაცილებით მცირეა, ვიდრე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და შესაბამისად, სატარებლადაც მარტივია.[1][2]
1976 წელს, კომპანია Mattel-მა წარმოადგინა პირველი პორტატიული ელექტრონული თამაში „Auto Race“.[3] მოგვიანებით, რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის — Coleco და Milton Bradley, შექმნა საკუთარი ელექტრონული თამაშები და მოწყობილობები.[4] პირველი ნამდვილი პორტატიული კონსოლი სახელწოდებით Microvision (ცვლადი სათამაშო კარტრიჯებით) გამოუშვა კომპანია Milton Bradley-მ 1979 წელს.[5]
პორტატიული კონსოლების პუპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის Nintendo-ს. 1989 წელს კომპანიამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლი Game Boy,[2] რომლის წყალობითაც იგი დღემდე დომინირებს პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[6][7]
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.