Game Boy — მეოთხე თაობის 8-ბიტიანი კარტრიჯული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ. იგი არის პირველი კონსოლი Game Boy-ის ოჯახიდან, გამოსული 1989 წლის 21 აპრილს იაპონიაში, იმავე წლის 31 ივლისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1990 წლის 28 სექტემბერს ევროპაში. შეიმუშავა Game & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[7][8]
Game Boy | |
---|---|
შემქმნელი | Nintendo R&D1 |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Game Boy-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 21 აპრილი, 1989[1] ჩრდ.ამ. 31 ივლისი, 1989[2] ევრ 28 სექტემბერი, 1990 |
თავდაპირველი ფასი |
12,500 იაპონური იენი 89.95 აშშ დოლარი[3] |
შეწყდა | 23 მარტი, 2003 |
გაიყიდა | 118.69 მილიონი, მათ შორის Game Boy (Play it Loud!), Game Boy Pocket, Game Boy Light და Game Boy Color |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება | 4 × AA ბატარეა (ორიგინალი) |
პროცესორი | Sharp LR35902 @ 4.19 მჰც |
მონიტორი | LCD 160 × 144 პიქსელები, 47 × 43 მმ[4] |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Tetris“, 30.26 მილიონი (კომპლექტში/ცალკე)[5] |
წინა | Game & Watch |
შემდეგი | Game Boy Color[6] |
იგი მოიხმარდა იმავე აპარატულ მახასიათებლებს, რასაც NES და Game & Watch. გააჩნდა: Sharp LR35902-ის 8-ბიტიანი ცენტრალური პროცესორი,[9][10] თხევად-კრისტალური მონიტორი, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვე start და select).[11] ორი დინამიკი და ხმის მარეგულირებელი (ზედა მარჯვენა კუთხეში). გამოსვლის დღიდან კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში შედიოდა ერთი ან რამდენიმე თამაში, მათ შორის „Tetris“ ან „Super Mario Land“. აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის მცირე ზომის სატარებელი ჩანთა და პრინტერი.
კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 89.95 აშშ-დოლარს, ხოლო, იაპონიაში — 12,500 იაპონურ იენს. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ექვსი თამაში: „Super Mario Land“, „Alleyway“, „Baseball“, „Yakuman“, „Tetris“ და „Tennis“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 1049 თამაში, რომლებიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის და Game Boy Color-ის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე — Nintendo 3DS, Wii U-სა და Nintendo Switch-ზე, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა Nintendo eShop-დან.[12]
ტექნიკურად Game Boy ჩამორჩებოდა მეოთხე თაობის ისეთ პორტატიულ სისტემებს როგორებიცაა Sega-ს Game Gear, Atari-ის Lynx და NEC-ის TurboExpress. მიუხედავად ამისა, შექება დაიმსახურა ბატარეებისა და კონსტრუქციის გამძლეობის გამო. გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ეგზემპლარი.[13] საერთო ჯამში, Game Boy-სა და მისი მემკვიდრე Game Boy Color-ის საერთო გაყიდვები 118 მილიონს აღწევს.[14] 1980-იანი წლებიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოწყობილობად. 1995 წელს Nintendo-მ გამოსცა Game Boy-ის რამდენიმე ფერადკორპუსიანი ვერსია, რეკლამირებული როგორც „Play It Loud“ (იაპონიაში ცნობილი Boy Bros-ს სახელით). მომდევნო წლებში გამოვიდა კონსოლის ორი რევიზია — Game Boy Pocket (1996) და Game Boy Light (1998; მხოლოდ იაპონიაში). Game Boy-ის წარმოება შეწყდა 2003 წლის მარტში.[14]
გალერეა
- Game Boy კარტრიჯთან ერთად
- Game Boy Pocket
- Game Boy Light
- Game Boy (Play It Loud)
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Game Boy“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- Game Boy — Nintendo.com
- Game Boy (ორიგინალის) თამაშების სია დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. Nintendo.com (დაარქივებული)
- Game Boy საიტზე Curlie
- Game Boy Development Manual
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.