Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ სკოულზი (ინგლ. Paul Scholes; დ. 16 ნოემბერი, 1974; სელფორდი, დიდი მანჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც მთელი საფეხბურთო კარიერა გატარებული აქვს პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“.
პოლ სკოულზი 2008 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პოლ სკოულზი[1] | ||
დაბადების თარიღი | 16 ნოემბერი, 1974[1] | ||
დაბადების ადგილი | სელფორდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–2013 | მანჩესტერ იუნაიტედი | 499 | (107) |
სულ | 499 | (107) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1997–2004 | ინგლისი | 66 | (14) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დაიბადა სელფორდში, მოგვიანებით წავიდა ლენგლიში, სადაც დადიოდა ფეხბურთზე და კრიკეტზე. ის „მანჩესტერში“ აღმოჩნდა 14 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც შენიშნა სკაუტმა მისი სკოლაში თამაშისას. მისი დებიუტი შედგა 1994-95 წლების სეზონში. მალე ის გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მოიგო ოქროს ჰეთ-თრიქი კლუბთან ერთად 1998-99 წლების სეზონში, მოიგო ათი პრემიერ ლიგის, სამი ინგლისის თასის და ორი ჩემპიონთა ლიგის მედლები.
სკოულზი ინგლისის ნაკრებში 1997 წლიდან 2004 წლამდე. ნაკრებთან ერთად იასპარეზა 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. კარიერის მანძილზე სკოულზს მიღებული აქვს 120 ყვითელი ბარათი და გაძევებული იყო მოედნიდან ათჯერ.[2][3]
სკოულზს „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებული აქვს 677 შეხვედრა, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. სკოულზმა დიდი ფეხბურთიდან წასვლა დაგეგმა 2011 წლის 31 მაისს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეთამაშა 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.