ეტრატი (ბერძ. τετράδιο[tetradiōn]— „რვეული“) — განსაკუთრებული წესით დამუშავებული საქონლის ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა, რომელსაც იყენებდნენ ქაღალდის გამოგონებამდე. ეტრატი ასევე ეწოდება ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერს.

Thumb
ეტრატზე შესრულებული ქართული პალიმფსესტი A89, პირველი ფენა (ოთხთავის ფრაგმენტი), V-VI საუკუნეები.
Thumb
ეტრატის მზადების პროცესი (გერმანია, 1568)

ეტრატი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა აღმოსავლეთში. ძვ. წ. II საუკუნიდან ეტრატის წარმოებით განსაკუთრებით დაწინაურდა მცირე აზიის ქალაქი პერგამონი, რომლის სახელწოდებიდან არის ნაწარმოები პალეოგრაფიული ტერმინი „პერგამენტი“. ეტრატი გამძლე, მოქნილი და ადვილად მოსახმარი იყო, ამიტომ პაპირუს-ჭილთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა და დიდად შეუწყო ხელი მწიგნობრობის წინსვლას. ეტრატის დასამზადებლად ტყავს ალბობდნენ კირიან ან ნაცარტუტიან წყალში, შემდეგ ბალანს აცლიდნენ და გასაშრობად გადაჭიმავდნენ. გამომშრალ ტყავს დასარბილებლად ცხიმით პოხავდნენ, ზოგჯერ კვერცხის ცილითა და შაბით დამზადებულ ემულსიას უსვამდნენ, გასათეთრებლად კი — ცარცს ან კირს. XV საუკუნიდან ეტრატი თანდათან უფრო იაფმა და ხელმისაწვდომმა ქაღალდმა ჩაანაცვლა.

საქართველოში ეტრატი უმეტესად შემოჰქონდათ და ადგილზეც ამზადებდნენ. ქართულ ხელნაწერებში ეტრატი X საუკუნიდან მოიხსენიება; ტერმინი უფრო ადრე (V საუკუნე) უნდა იყოს ზეპირი გზით ბერძნულიდან შემოსული. როგორც ჩანს, ეტრატი თავდაპირველად აღნიშნავდა ტყავის ოთხფურცლედ რვეულს, შემდეგ — საერთოდ ტყავის საწერ მასალას. აღმოსავლეთ საქართველოს მთის კილოებში შემორჩენილია ტერმინები: „ატრატი“, „ატრატაი“. ეტრატზეა დაწერილი უძველესი ქართული ხელნაწერები: VI-VII საუკუნეების პალიმფსესტები, ხანმეტი ლექციონარი (VII საუკუნე), სინური მრავალთავი (864), ადიშის ოთხთავი (897), ოშკის ბიბლია (978) და სხვ.

ლიტერატურა

  • სურგულაძე მ., ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბ., 1978.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996).
  • დანელია კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.