Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1783 წლის 3 სექტემბერს. ამ ზავით ფორმალურად დამთავრდა ომი ამერიკასა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს შორის.
ხშირად ამ ზავს მოიხსენიებენ როგორც პარიზის მეორე ზავი, პირველი იყო 1763 წლის ხელშეკრულება. კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება იწოდება პარიზის ზავის სახელით (იხ. პარიზის ზავი).
ზავში შედიოდა შემდეგი ნაწილები:
დოკუმენტს ხელი მოაწერეს დევიდ ჰარლტლიმ (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი და მეფე ჯორჯ III-ის წარმომადგენელი), ჯონ ადამსმა, ბენჯამინ ფრანკლინმა და ჯონ ჯეიმ (აშშ-ს წარმომადგენლები).
3 სექტემბერს ბრიტანეთმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთთან, ესპანეთთან და ნიდერლანდებთან, ეს პროცესი ადრე იყო შეთანხმებული. ხელშეკრულების მიხედვით ბრიტანეთმა აღიარა ესპანეთის უფლება იმ ტერიტორიებზე რომელიც ესპანელებმა ომის დროს დაიპყრეს. საფრანგეთთან გამყარდა და განახლდა სხვა ადრინდელი ხელშეკრულებები და ნიუფაუნდლენდში თევზჭერის უფლება მიეცათ. ხოლო ნიდერლანდებთან ბრიტანეთმა კუნძული სუმატრა დათმო.
ამერიკის კონტინეტალურმა კონგრესმა ზავის რატიფიკაცია მოახდინა 1784 წლის 4 იანვარს, ხოლო ბრიტანეთმა 1784 წლის 9 აპრილს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.