მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ოღასკურა იგივე ოღასყურა[1][2] — მდინარე დასავლეთ საქართველოში, მდ. გუბისწყლის შენაკადი. სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე, კვეთს ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, გადის „ავტოქარხნის“ დასახლებაში (უმეტესად ხელოვნურ კალაპოტში), შემდეგ სოფ. ფარცხანაყანევში და ერთვის მდ. გუბისწყალს სოფ. მიწაწითელთან, ქუთაისიდან 3-4 კმ-ში. სიგრძე 22 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. უხვი ნალექის შემთხვევაში ახასიათებს წყალმოვარდნა, რაც ქმნის ქუთაისის მჭიდროდ დასახლებული უბნების ქუჩების დატბორვის საშიშროებას. ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტი ძლიერ დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებით.
ოღასკურა | |
---|---|
სხვა სახელი | ოღასყურა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
ქალაქები | ქუთაისი |
სათავე |
სათაფლიის კარსტული მღვიმეები 42°18′21″ ჩ. გ. 42°40′35″ ა. გ. |
შესართავი |
გუბისწყალი 42°14′38″ ჩ. გ. 42°30′22″ ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
— სათავე, — შესართავი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.