გერმანელი გენერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი (გერმ. Otto Hermann von Lossow; დ. 15 იანვარი, 1868, ჰოფი — გ. 25 ნოემბერი, 1938, მიუნხენი) — გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ოსმალეთის გერმანულ შტაბში პირველი მსოფლიო ომის დროს. საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი გერმანელთა მხრიდან 1918 წლის მაისში.
ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი | |
---|---|
Otto von Lossow | |
ეროვნება | გერმანელი |
დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1868 |
დაბადების ადგილი | ჰოფ/ზაალე |
გარდაცვალების თარიღი | 25 ნოემბერი, 1938 (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მიუნხენი |
ჯარის სახეობა | Bavarian Army |
სამხედრო სამსახურის წლები | 1888-1924 |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი |
დაიბადა ბავარიაში, არისტოკრატიულ ოჯახში. 1886-1888 წლებში იღებდა განათლებას მიუნხენის სამხედრო აკადემიაში. 1900-1901 წლებში მონაწილეობა მიიღო იჰეტუანების აჯანყების ჩახშობაში ჩინეთში. 1908 წელს გახდა მაიორი და 1910 წლამდე მუშაობდა პრუსიის დიდ გენერალურ შტაბში. 1911 წელს მიდის ინსტრუქტორად ოსმალეთში და ასწავლის ადგილობრივ სამხედრო აკადემიაში, ასევე წევრია, ადგილობრივი გენერალური შტაბის. 1912-1913 წლებში თურქული ქვეითი დივიზიის მეთაურის რანგში იღებს მონაწილეობას ბალკანეთის ომში. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჯერ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, 1915 წლიდან კი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს სამხედრო ატაშედ. 1916 წელს აიყვანეს გენერალ-მაიორის რანგში და დანიშნეს გერმანიის სამხედრო რწმუნებულად კონსტანტინოპოლში, რის შემდეგაც მის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა ბერლინის ინფორმირება თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ოტო ფონ ლოსოვი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც კავკასიას ოსმალეთის გავლენის ზონად მიიჩნევდნენ რუსეთის დამარცხების შემდეგ და მისთვის დათმობას აპირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ის კარგად გაეცნო ვითარებას, თურქეთის აგრესიული მისწრაფებების მოთოკვას დაუჭირა მხარი. ლოსოვი ცდილობდა კავკასიელებსა და თურქებს შორის მოლაპარაკებებში ჩართვას ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე, რასაც თურქები ყველა მეთოდით ეწინააღმდეგებოდნენ. ასეთ ფონზე ლოსოვი ღიად კავკასიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიგებში გადავიდა და გერმანული ჯარების კავკასიაში გაგზავნას დაუჭირა მხარი. უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს 1918 წლის მაისში კავკასიური წარმომადგენლობის მეთაურ აკაკი ჩხენკელთან და მისი მხარდაჭერით გამოაცხადეს სოციალ-დემოკრატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს თბილისში. ამ მოვლენიდან მალე ფონ ლოსოვი გერმანიაში გაიწვიეს და ომის ბოლომდე სამხედრო სამსახურში რჩებოდა. გერმანიაში რევოლუციისა და კაიზერის გადაგდების შემდეგ უნდობლად ეკიდება ვაიმარის რესპუბლიკას და სიმპათიას ამჟღავნებს რევიზიონისტული ძალების, მათ შორის ბავარიაში, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მიმართ. 1921 წელს ინიშნება ბავარიის კომენდანტად. 1923 წელს მიუნხენში ჰიტლერის პუტჩის დროს, ფონ კართან და ფონ ზაისერთან ერთად, ბავარიის მმართველ ტრილორია ფილიპე ლოსოვი ოტო ფონ უმვირატს მიეკუთვნება. პირველ ეტაპზე ის 251 მხარს უჭერდა პუტჩს, თუმცა ბოლოს დაუპირისპირდა მას და ჩახშობაში მიიღო მონაწილეობა. პუტჩის დამარცხების შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ ოტო ფონ ლოსოვი, როგორც არასაიმედო პირი, გაათავისუფლა როგორც ბავარიის კომენდანტის თანამდებობიდან, ასევე, მთლიანად არმიიდან. იგი ჰიტლერის პროცესზეც იყო დაბარებული, თუმცა ბრალი არ წარუდგენიათ. 1924 წლიდან მთლიანად წავიდა საჯარო ცხოვრებიდან. ცოტა ხნით თურქეთში ცხოვრობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.