Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ორმოცი სებასტიელი მოწამე (ძვ. ბერძ. Ἃγιοι Τεσσεράκοντα) — მეომარი წმინდანები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ სებასტიაში, რომის პროვინცია მცირე არმენიაში (დღევანდელი თურქეთი), 320 წელს, იმპერატორ ლიცინიუსის დროს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს 9 მარტს იულიუსის კალენდრით (22 მარტს ახალი სტილით).
პირველი ცნობები ორმოცი მოწამის შესახებ დაცული აქვს ბასილი დიდს თავის ჰომილიაში, რომელიც განკუთვნილია მათი ხსენების დღისთვის.[1]
მეომრები წარმოშობით კაპადოკიიდან იყვნენ (დღევ. თურქეთი) და მსახურობდნენ რომაულ ლეგიონში, რომელიც ქალაქ სებასტიაში იდგა (Legio XII Fulminata). სარდალმა აგრიკოლამ მათ მოსთხოვა, რომ წარმართული ღმერთებისთვის შეეწირათ მსხვერპლი. მათი უარის შემდეგ რომაელებმა ისინი გააშიშვლეს და გაყინულ ტბაში ჩააყენეს. იქვე დადგეს თბილი აბაზანა, რათა ქრისტეს უარმყოფელთ მასში გათბობა შესძლებოდა. დილიას ერთი მეომარი გაიქცა აბანოსკენ, მაგრამ მაშინვე მოკვდა. ერთ-ერთმა რომაელმა, სახელად აგლაოსმა, როდესაც დაინახა ქრისტიანთა სულიერი შემართება, თვითონაც გაიძრო სამოსელი და ტბაში მდგართ შეუერთდა. გადმოცემით, რომაელმა სამხედროებმა, როდესაც დარმუნდნენ, რომ მოწამეები არ იყინებოდნენ, მათ წვივები გადაუმტრვრიეს და დაწვეს.
კირიონი, კანდიდე, დომნე, ისიხიოსი, ირაკლი, სმარაგდე, ევნოიკე, ვალენტი, ვივიანე, კლავდიოსი, პრისკე, თეოდულე, ევტიქი, იოანე, ქსანთიოსი, ილიანე, სისინიოსი, ანგია, აეტი, ფლაბიოსი, აკაკი, ევდოკიოსი, ლისიმაქე, ალექსანდრე, ილია, გორგინიოსი, თეოფილე, დომეტიანე, გაიოზი, ლეონტი, ათანასე, კირილე, საკრდონიოსი, ნიკოლოზი, ვალერიუსი, ფილოქტიმონე, სევერიანე, ქუდიონი, მელიტონი და აგლაიოსი.[2]
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი: ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა შეუვრდით, ღვაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო, და ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა და სიმრავლეჲ გვირგვინთა.
ღოუბნის „ორმოცნი“ მდებარეობს, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ტყეში. ტაძარი XVI–XVII საუკუნეებს მიეკუთვნება.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.