ოლქი (რუს. Область) — სომხეთის[1], ბელორუსიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, თანამედროვე რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
ოლქად ითარგმნება ასევე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელი ვილაიეთი. რამდენიმე ქვეყანაში ოლქს აქვს რეგიონის მნიშვნელობა.
რევოლუციამდელ რუსეთში ოლქი, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გათანაბრებული იყო გუბერნიასთან, მაგრამ იქმნებოდა მხოლოდ ნაციონალურ გარეუბნებში, გეოგრაფიულად დაშორებულ ტერიტორიებზე ან კაზაკების მიწებზე. ოქლის მმართველობა გუბერნიისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მის ტერიტორიაზე ყოველთვის იდგა ჯარი, ამიტომაც ოლქის მმართველი ერთდროულად იყო სამხედრო და სამოქალაქო მმართველი. შედეგად ზოგირთი ოლქი გადაიქცა გუბერნიად.
ოლქები სსრკში
ოლქები ყოფილ სსრკს ქვეყნებში:
- სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა
- ყაზახეთის ადმინისტრაციული დაყოფა
- ბელორუსიის ადმინისტრაციული დაყოფა
- ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა
- ოლქი (რუსეთი)
- ტაჯიხეკით ადმინისტრაციული დაყოფა
- უკრაინის ადმინისტრაციული დაყოფა
- რუსეთის ადმინისტრაციული დაყოფა
- უზბეკეთის ადმინისტრაციული დაყოფა
სხვა ქვეყნებში
სხვა ქვეყანეების ადმინისტრაციული ერთეულებიც შესაძლოა მოვიხსენიოთ ოლქით. ასეთებია:
- ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა
- საბერძნეთის ადმინისტრაციული დაყოფა
- ბულგარეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.