ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა

From Wikipedia, the free encyclopedia

ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა

ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა

ბანგლადეშის ადმინისტრაციული ოლქები ე.წ. დივიზიონები
ბანგლადეშის დისტრიქტები (მუნიციპალიტეტები)
მეტი ინფორმაცია №, ოლქი ...
ოლქიადმინისტრაციული ცენტრიფართობი კმ²მოსახლეობა (2011 წ. აღწერით)სიმჭიდროვე (ად./კმ²)
1ბარისალიბარისალი13 225,208 325 666613
2დაკადაკა20 593,7436 054 4181751
3ხულნახულნა22 284,2215 687 759699
4მაიმანსინგჰიმაიმანსინგჰი10 584,0611 370 0001074
5რაჯშაჰირაჯშაჰი18 153,0818 484 8581007
6რანგპურირანგპური16 184,9915 787 758960
7სილჰეტისილჰეტი12 635,229 910 219779
8ჩიტაგონგიჩიტაგონგი33 908,5528 423 019831
სულ144 272142 319 000986,46
დახურვა

ისტორია

1971 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებისას ქვეყანა იყოფოდა 4 ადმინისტრაციულ ერთეულად ანუ დივიზიონად:

  • ჩიტაგონგი (চট্টগ্রাম Chôţţogram)
  • დაკა (ঢাকা Đhaka)
  • ხულნა (খুলনা Khulna)
  • რაჯშაჰი (রাজশাহী Rajshahi)

1993 წელს წარმოიქმნი ბარისალის ოლქი. ის გამოეყო ხულნას ოლქს.

1998 წელს ჩიტაგონგის ოლქს გამოეყო სილჰეტის ოლქი.

2010 წელს რაჯშაჰის მიწებისაგან შეიქმნა რანგპურის ოლქი.

2015 წელს დაკას ოლქის ნაწილზე აღმოცენდა მაიმანსინგჰის ოლქი.

2015 წელს, ასევე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ გამოაცხადა მომავალში კიდევ ორი ოლქის შექმნის შესაძლებლობა — კომილა ჩიტაგონგის ჩრდილოეთ ნაწილისაგან და ფარიდპური დაკას ოლქის სამხრეთ ნაწილისაგან.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.