ოლორი

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

ოლორი

ოლორიმდინარე დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ოხაჩქუის კარსტული მასივის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 945 მ-ზე, სიგრძე 14,8 კმ, აუზის ფართობი 72,7 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,71 მ³/წმ.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოლორი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები ოლორი, ქვეყანა ...
ოლორი
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
სათავე ოხაჩქუის მასივი
42°43′03″ ჩ. გ. 41°56′21″ ა. გ.
სათავის სიმაღლე 945 მ
შესართავი ენგური
42°39′27″ ჩ. გ. 41°58′45″ ა. გ.
სიგრძე 14,8 კმ
აუზის ფართობი 72,7 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,71 მ³/წმ
ოლორი — საქართველო
ოლორი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
— სათავე, — შესართავი
დახურვა

ლიტერატურა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.