From Wikipedia, the free encyclopedia
ნიმბა (ფრანგ. Mont Nimba, რიშარ მოლარის მთა) — მთა კოტ-დ’ივუარის და გვინეის სახელმწიფო საზღვარზე დასავლეთ აფრიკაში. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი ორივე ქვეყანაში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1752 მეტრს. მთა გვინეის მთიანეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ყოფს სახელმწიფო საზღვრებს ამ ორ ქვეყანასა და ასევე ლიბერიას შორის. უახლოესი დასახლებული პუნქტებია ქალაქი იეკეპა ლიბერიის ჩრდილოეთში და ნ'ზოო გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1]
ნიმბა | |
---|---|
ბალახი ნიმბას მთის მწვერვალზე | |
კოორდინატები: 7°37′21″ ჩ. გ. 8°24′20″ დ. გ. | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი გვინეა |
სიმაღლე | 1752 მ |
მთას სახელი დაერქვა ფრანგი გეოგრაფის ჟაკ რიშარ მოლარის პატივსაცემად, რომელიც დაიღუპა მთის კალთაზე 1951 წელს.[2] მანამდე მას სახელად ერქვა ნუონის მთა.[3]
მთა მდიდარია რკინის მადნით და კობალტით. რკინის კვარციტების ფურცლების, ფიქალის და გრანიტული გნაისების ნარევი ხელს უწყობს გეოლოგიური ნიადაგის წარმოქმნას.
ნიმბას მთაზე მდებარეობს ნიმბას მთის ნაკრძალი, რომელიც დღეისათვის მოიცავს 17 540 ჰა-ს.
რეგიონის ბიომრავალფეროვნებისათვის მთის დიდი მნიშვნელობა მტკიცდება იმითაც, რომ 1980 წლიდან ნიმბას მთის ნაკრძალის გვინეის ნაწილი შეყვანილია ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში, ხოლო 1981 წელს მთა გვინეის და კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.[4]
მთაზე და მის ახლო შემოგარენში არ არსებობს ადამიანების დასახლებები, მაგრამ უშუალოდ მთის ძირში მდებარეობს დაახლოებით 10 დასახლება.[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.