From Wikipedia, the free encyclopedia
ნილს ჰენრიკ აბელი (ნორვ. Niels Henrik Abel; დ. 5 აგვისტო, 1802, სტავანგერის მახლობლად — გ. 6 აპრილი, 1829, არენდალის მახლობლად) — ნორვეგიელი მათემატიკოსი.
ნილს აბელი | |
---|---|
ნორვ. Niels Henrik Abel | |
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1802[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Nedstrand[6] ან Finnøy[6] |
გარდ. თარიღი | 6 აპრილი, 1829[1] [7] [3] [4] [8] [9] [5] [10] [11] [12] (26 წლის) |
გარდ. ადგილი | Froland Municipality[13] |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
საქმიანობა | მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | საფრანგეთის უნივერსიტეტი და Oslo Cathedral School |
პარტნიორ(ებ)ი | Christine Kemp |
მეუღლე | |
მამა | Søren Georg Abel |
ჯილდოები | Grand prix des sciences mathématiques |
ხელმოწერა | |
აბელის შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის საერთო განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია და სხვ. აბელმა დაამტკიცა (1824) ოთხზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში. ინტეგრალურ აღრიცხვაში უჩვენა ისეთი ფუნქციების არსებობა, რომელთა ინტეგრირება ელემენტარულ ფუნქციებში არ ხერხდება, მათ ინტეგრირებას მივყავართ ახალ ტრანსცენდენტურ ფუნქციებამდე. ამ გამოკვლევებმა აბელი მიიყვანა ელიფსური ფუნქციების და ჰიპერელიფსური ფუნქციების აღმოჩენამდე. აბელმა გამოიკვლია ინტეგრალები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. აქვს მნიშვნელოვანი შრომები მწკვრივთა თეორიაში. ცნობილია აბელის იგივეობა, აბელის უტოლობა, აბელის პრობლემა, აბელის განტოლება, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები, აბელური კატეგორია, აბელური მრავალსახეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.