Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოს სამპსონი (ბერძ. Νίκος Σαμψών; დ. 16 დეკემბერი, 1935, ფამაგუსტა — გ. 9 მაისი, 2001, ნიქოზია) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1974 წლის 15-23 ივლისს.
ნიკოს სამპსონი | |
კვიპროსის პრეზიდენტის მ/შ | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი – 23 ივლისი, 1974 | |
წინამორბედი | მაკარიოს III |
მემკვიდრე | გლაფკოს კლირიდისი |
დაბადებული | 16 დეკემბერი, 1935 ფამაგუსტა |
გარდაცვლილი | 9 მაისი, 2001 ნიქოზია |
ნამდვილი გვარი გეორგიადისი, მაშინ შეცვალა სამპსონით, როდესაც გაზეთ The Cyprus Times-ში ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. სამპსონი შემდეგ მის პარტიულ ფსევდონიმად იქცა. აქტიურად ჩაება პარტიზანულ ომში დიდი ბრიტანეთისაგან კვიპროსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო მღელვარებებში, რის შესახებაც შემდეგ გაზეთში წერდა. ამის გამო სამპსონი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. შემდეგ ეს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1959 წელს კვიპროსმა მიიღო ავტონომია სამპსონი გაათავისუფლეს და საბერძნეთში გადავიდა. კვიპროსში დაბრუნდა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. სამშობლოში მას შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს.
1960 წელს დააარსა და რედქტორობდა ეროვნულ გაზეთს Μάχη. 1970 წელს გახდა ქვეყნის პარლამენტის წევრი პროგრესული პარტიის რიგებიდან. 1974 წლის 15 ივლისს დაამხო პრეზიდენტი მაკარიოს III და გააძევა კვიპროსიდან. სამპსონი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ამ სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა თურქეთის შეჭრა კუნძულზე და ქვეყნის ერთი მესამედის ანექსია. 23 ივლისს იძლებული გახდა გადამდგარიყო და თანამდებობა დაეთმო გლაფკოს კლირიდისისთვის. 1976 წელს სამპსონს მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფო ღალატისათვის. 1979 წელს საფრანგეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც დარჩა 1990 წლამდე. 1992 წელს გაათავისუფლეს და დაუბრუნდა საგაზეთო ბიზნესს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.