From Wikipedia, the free encyclopedia
ნევადო-სახამა (ესპ. Nevado Sajama) — ჩამქრალი სტრატოვულკანი სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში, სახამის პროვინციაში, სახამის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,[1] ჩილეს საზღვრიდან 16–24 კმ-ში, ზღვის დონიდან 6542 მეტრზე. მწვერვალი განმარტოებულ კონუსს წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს გეოლოგიური კომპლექსის ნაწილია, რომელიც მოიცავს ლავის გუმბათებს, ანდეზიტს, რიოდაციტს. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის თარიღი უცნობია, მაგრამ ის მრავალჯერ ამოფრქვეულა ჰოლოცენის პერიოდში.
ნევადო-სახამა | |
---|---|
კოორდინატები: 18°06′18″ ს. გ. 68°52′46″ დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ორუროს დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6542 მ |
პირველი ასვლა | 1939 წ. |
ნევადო-სახამა მთამსვლელებმა პირველად 1939 წლის აგვისტოში დალაშქრეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.