Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნგაუ (ინგლ. Gau, (წარმოითქმება, როგორც ფიჯური ენა ˈŋau)) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეხუთე კუნძული, რომელიც მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Gau | |
---|---|
გეოგრაფია | |
18°04′ ს. გ. 179°19′ ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 140 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 738 მ |
ოლქი | აღმოსავლეთის ოლქი |
პროვინცია | ლომაივიტის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 8000 |
სიმჭიდროვე | 57,143 ად. /კმ² |
კუნძული ნგაუ მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, დაახლოებით 90 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ვიტი-ლევუდან[1]. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2800 კმ-ში[2].
გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნგაუს კუნძულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 140 კმ²-ს და შესაბამისად იგი ქვეყნის სიდიდით მეხუთე კუნძულია (ვიტი-ლევუს, ვანუა-ლევუს, ტავეუნის და კანდავუს შემდეგ)[3]. კუნძულის ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან შეადგენს 738 მეტრს[2].
ადგილობრივი ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან და ბუდობენ ნგაუზე ენდემურია. ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.
კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენად ითვლება ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1789 წელს[4].
კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 8 ათას ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 16 სოფელში და 11 პატარა დასახლებაში და განლაგებულები არიან სამ ოლქში[5].
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.