From Wikipedia, the free encyclopedia
ნასიმი (ნამდვილი სახელი — სეიდ იმადედინ; აზერ. İmadəddin Nəsimi, სპარს. عمادالدین نسیمی; დ.1369 — 1417, ალეპო) — XIV—XV საუკუნეების გამოჩენილი პოეტი, რომელიც წერდა აზერბაიჯანულად, ასევე სპარსულად და არაბულად[1][2]. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის პოეზიის განვითარებაში[1]. ენციკლოპედია ირანიკა მიიჩნევს მას პირველ აზერბაიჯანელ პოეტად[1]. იგი წერდა გაზელების, რუბაიებისა და თუიგის ჟანრებში. მისი ნაწარმოებები ფართოდ იყო ცნობილი ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში[3]. იგი იყო სუფიზმის ერთ-ერთი შტოს, ჰურუფიზმის მიმდევარი.
ნასიმი აზერ. İmadəddin Nəsimi, სპარს. عمادالدین نسیمی | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-azb" does not exist | |
სრული სახელი | სეიდ იმადედინი |
დაბადების თარიღი | 1369 |
დაბადების ადგილი | შემახა, თავრიზი, ბაღდადი, ალეპო, შირაზი ან დიარბაქირი |
გარდაცვალების თარიღი | 1417 |
გარდაცვალების ადგილი | ალეპო |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული; სპარსული; არაბული |
Magnum opus | Q120736317? და Q120736356? |
პოეტის ფსევდონიმი „ნასიმი“ სავარაუდოდ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ნესიმ“, რაც „ნელ ქარს„ ნიშნავს[4].
ნასიმის შემოქმედება გამოირჩევა მეამბოხე ხასიათით. იგი მოუწოდებდა ბრძოლას სოციალური უსამართლობის, პიროვნული ძალადობის, მმართველების ტირანიისა და სისასტიკის წინააღმდეგ. მისი ლექსები ადამიანის სილამაზესა და გონებას ადიდებენ, ასევე მოუწოდებენ ინდივიდუალური განთავისუფლებისკენ, ასკეტიზმისგან განთავისუფლებისკენ, მიმართული იყო ფანატიზმისა და რელიგიური დოგმის უარყოფისკენ.
ნასიმი დაიბადა 1369 წელს. მისი დაბადების ადგილი ზუსტად ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი დაიბადა შემახიში[5][6], თავრიზში[7], დიარბაქირში[8], ბურსაში[9], ალეპოში[10], ბაღდადსა[11][6] და შირაზში[4]. ნასიმის ძმა პოეტი შაჰანდანი სავარაუდოდ დამარხულია შაჰანდანის სასაფლაოზე შემახიში[12]. აზერბაიჯანელი მკვლევარი სალმან მუმთაზი აღნიშნავდა, რომ შაჰანდანის სასაფლაოს სახელწოდება დაკავშირებულია ნასიმის ძმის სახელთან. ამის საფუძველზე მუმთაზი თვლიდა, რომ ნასიმი დაიბადა აზერბაიჯანში, შემახიში[13]. გერმანელი თურქოლოგი გერხარდ დიორფედიც ასევე თვლიდა, რომ ნასიმი წარმოშობით აზერბაიჯანიდან იყო[1].
რამდენიმე ავტორის აზრით, ნასიმის ჰქონდა თურქომანური წარმომავლობა[14][15]. პოეტი ატარებდა „სეიდის“ ტიტულს, რაც მიანიშნებს მის არაბულ წარმოშობაზე მუჰამედის შტოდან. ამ უკანასკნელზე თვითონ ნასიმიც საუბრობს თავის რამდენიმე ლექსში[16].
საბჭოთა თურქოლოგის აფრასიაბ ვექილოვის მიხედვით, აზერბაიჯანული ენა ნასიმის მშობლიური ენა იყო[17].
პოეტი ნასიმი ლექსებს წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. იგი ითვლება აზერბაიჯანული დივანის მამად (დაახლოებით 15 ათასი სტრიქონი)[18], ამასთანავე მას შექმნილი აქვს დივანი სპარსულ ენაზე (დაახლოებით 5 ათასი სტრიქონი). რამდენიმე ლექსი ნასიმის არაბულადაც აქვს დაწერილი. ნასიმიმ აზერბაიჯანული პოეზიის პირველი შედევრები შექმნა და ამით საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანულ სალიტერატურო ენას.
ნასიმი გაიზარდა ხელოსნებს შორის. იგი სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, ლოგიკასა და თეოლოგიას. საკუთარი შემოქმედების დასაწყისში ნასიმი, მისი მასწავლებლის ნაიმის მსგავსად, იდგა სუფიზმის პოზიციებზე. იგი იყო სუფი შეიხ შიბლის მიმდევარი. ასევე ის იყო ირანული სუფისა და მეხუთე საუკუნის პოეტის — ჰუსეინ ჰალაჯა მანსურის თაყვანისმცემელი, რომელიც იმეორებდა „მე ვარ ღმერთი!“. ასე გამოხატავდა მანსური მოსაზრებას, რომ ღმერთი ან მისი ნაწილი თითოეულ ჩვენთაგანშია. ნასიმი ამ ფრაზას ხშირად იმეორებს საკუთარ ლექსებში. ამის მიხედვით, იგი გახდა ჰურუფიზმის მიმდევარი.
ნასიმის შემოქმედებაში იგრძნობა სპარსი და აზერბაიჯანელი კლასიკოსების ზემოქმედება - რუმის, შეიხ ათარისა და ნიზამი განჯევის. შემახაში ნასიმიმ შექმნა მეცნიერთა და მუსიკოსთა საზოგადოება, სადაც გაერთიანებულნი იყვნენ ნიჭიერი ადამიანები[19]. ნაიმის სიკვდილით დასჯის შემდეგ ნასიმიმ შირვანი დატოვა და ბაღდადში გაემგზავრა, სადაც მან სხვა ქალაქებში იმგზავრა და მივიდა თურქეთამდე. აქ ის აგრძელებს ჰურუფიზმის იდეების გავრცელებას. ამის გამო პოეტი არაერთხელ გახდა დევნილი და საბყრობილეშიც კი იჯდა.
ნასიმი მიემგზავრება სირიაში და ქალაქ ალეპოში ჩერდება. სასულიერო პირების მიერ წამოყენებული ბრალდებების გამო მას სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენის მოლოდინში ნასიმიმ რამდენიმე ლექსი დაწერა სახელწოდებით „ჰაბსიე“ („ციხის ლექსები“), სადაც მან ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებები ხელისუფლებების უსამართლობის შესახებ, მოსამართლეების გამყიდველობის შესახებ და ასევე იყო მოსაზრებები მისი მეამბოხე სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი მრწამსისადმი. ეგვიპტის სულთანმა გასცა ბრძანება, რომ მას კანი ააძრონ და მისი ტანი საჯაროდ გამოფინონ მთელს ალეპოში.
პოეტი ალეპოში დამარხეს, საერთო სასაფლაოზე. ნასიმის შთამომავლებიც იქ იყვნენ დამარხულები.
1970 წელს ნასიმის საფლავი მოინახულა აზერბაიჯანის სსრ-ს ცკ-ის კომპარტიის პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა[20].
სტამბოლის ხელნაწერებს შორის ყველაზე ვრცლად ითვლება ნასიმის „დივანი“, რომელიც ინახება ბაიაზიდის ბიბლიოთეკაში.
ბაქოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ნასიმის „დივანების“ ხელნაწერთა სია, რომელიც არ არის დათარიღებული. პალეოგრაფიული მონაცემებით ხელნაწერები მიეკუთვნებიან XVI საუკუნეს. ინსტიტუტში ასევე ინახება „დივანის“ ხელნაწერები შიფრით М-188[21]. სია გადაწერილია 1700 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბელაქანის რაიონში მირზახან იბნ-მელიქ შეიხ ბუნიად სალბანი[21].
ნასიმის „დივანის“ ხელნაწერები ინახება უზბეკეთის აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაშიც[21].
ნასიმის ნაწარმოებების გამოცემა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყო XIX საუკუნის შუა ხანებიდან. პირველად „დივანი“ გამოიცა 1844 წელს სტამბოლში[21].
1926 წელს ბაქოში აზერბაიჯანელი ბიბლიოგრაფის სალმან მუმთაზის მიერ გამოცემულ იქნა ნასიმის „დივანი“, რომელიც მოიცავდა პოეტის ნაწარმოებეის სამ მესამედს. მასში 277 სხვადასხვა ჟანრის ლექსები იყო. მუმთაზმა ამ გამოცემაში შეიტანა ერთი აზერბაიჯანული და 15 სპარსული გაზელი. ნასიმის ხელნაწერთა მონაცემების ნაკლებობა ასევე შეეხო ბაქოს გამოცემას[22]. აქედან გამომდინარე, სტამბოლისა და ბაქოს ტექსტებში არ ჩატარებულა ტექსტოლოგიური სამუშაოები (ისინი მხოლოდ ნასიმის აზერბაიჯანული ლექსების ნაწილს მოიცავს)[21].
ნასიმის სახელს ატარებს:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.