სერი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ნასაკირალის სერი — სერი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია მდინარეების სუფსისა და ნატანების ქვემო დინებებს შორის. აქვს განედური მიმართულება. იწყება შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს მთა იაკობით და მთავრდება აღმოსავლეთით ნასაკირალის მთით (205,1 მ). სიმაღლე ზღვის დონიდან 110–216 მ ფარგლებში. კალთები ძლიერაა დანაწევრებული მდინარეების სუფსისა და ნატანების მრავალრიცხოვანი მდინარეთა აუზით, აგრეთვე რამდენიმე მცირე ზღვისპირა მდინარით. სერის დასავლეთი ნაწილის ვიწრო და ღრმა რელიეფი წააგავს გურიის ქედის რელიეფს; ნასაკირალის სერის აღმოსავლეთი ნაწილი თავისი შედარებით დაბალი მდგომარეობით, განირჩევა დამრეცი რელიეფით.[1] სერის ფარგლებშია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის: დაბა ქვედა ნასაკირალი, სოფლები ვაკე, ზედუბანი და სხვა.
ნასაკირალის სერი | |
---|---|
კოორდინატები: 41°58′36″ ჩ. გ. 42°02′31″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.