From Wikipedia, the free encyclopedia
ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისი (ფრანგ. Office International Nansen pour les Réfugiés) — ორგანიზაცია, რომელსაც სახელი ეწოდა ფრიტიოფ ნანსენის პატივსაცემად და დაარსდა 1930 წელს ერთა ლიგის მიერ, მისი გარდაცვალებიდან მალევე. ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე იყო პასუხისმგებელი, 1930-1939 წლებში საომარი ტერიტორიებიდან ლტოლვილებზე. მათ ენიჭებოდათ ე.წ. ნანსენის პასპორტი, რომელიც მოქალაქეობის არმქონე ადამიანებს საშუალებას აძლევდა ემოგზაურათ ქვეყნებს შორის. ორგანიზაციამ მიიღო ნობელის პრემია 1938 წელს.[1] [2]
ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა საქმეებში | |
---|---|
Office International Nansen pour les Réfugiés | |
| |
შეიქმნა | 1930 |
გაუქმდა | 1939 წელს |
ტიპი | ორგანიზაცია |
ენა | ფრანგული |
ატარებს სახელს | ფრიტიოფ ნანსენი |
დამფუძნებელი (-ები) | ერთა ლიგა |
The Office International Nansen pour les Réfugiés დაარსდა 1930 წელს ერთა ლიგის მიერ, ფრიტიოფ ნანსენის გარდაცვალებიდან მალევე, რათა გაეგრძელებინა მისი წარმატებული საქმიანობა ლტოლვილთა საერთაშორისო დახმარებაში. ლიგამ ასევე უზრუნველყო ადმინისტრაციული ხარჯები ნანსენის ოფისისთვის, თუმცა მხოლოდ ნანსენის პასპორტისთვის დაწესებული გადასახადებია, რადგან შემოსავლებს ძირითადად კერძო შემოწირულობებიდან იღებდნენ.
ორგანიზაცია ლტოლვილებს მატერიალურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევდა. მესამე რაიხის ან ესპანეთის სამოქალაქო ომის შედეგად ლტოლვილებისთვის ნანსენის დახმარება არ იყო საკმარისი, რადგან ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ლტოლვილების მიღებაზე.
ნანსენის ოფისს თავისი არსებობის განმავლობაში დიდი პრობლემები ჰქონდა - მათ შორის, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსების არარსებობა; დეპრესიის დაწყება, რამაც ლტოლვილების დასაქმების შესაძლებლობები მოსპო; ლიგის პრესტიჟის ვარდნა 1931 და 1935 წლის მოვლენების შემდეგ; ლტოლვილთა მზარდი რაოდენობა, ძირითადად გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.
გერმანელი ლტოლვილების პრობლემა, გერმანიაში ნაციონალური სოციალიზმის მოსვლის შემდეგ, 1933 წელს, გახდა ისეთი მწვავე, რომ ლიგამ ჩამოაყალიბა ლტოლვილთა უმაღლესი კომისია, სპეციალურად განკუთვნილი გერმანიიდან დევნილთათვის. ეს კომისია, რომლის მანდატიც მოგვიანებით გააფართოეს როგორც ავსტრიელმა, ისე სუდეტენლანდიის ლტოლვილებმა, დაიშალა 1938 წლის 31 დეკემბერს, ნანსენის ოფისთან ერთად.
ამგვარი პრობლემების მიუხედავად, ორგანიზაციას, მისი შრომისთვის, 1938 წელს მიენიჭა მშვიდობის ნობელის პრემია, მაგრამ მისი მალევე დაშლის გამო, ფულადი ჯილდო მიიღო ერთა ლიგის, ახლად დაარსებულმა, ლტოლვილთა ორგანიზაციამ. ოფისი დაიშალა იმავე პერიოდში, როდესაც ლიგამ დაითხოვა უმაღლესი კომისია (1933 წელს დაარსებული) მესამე რაიხის დაშლის შემდეგ, გერმანელ ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ნანსენის ოფისმა მრავალი ამოცანა შეასრულა, სანამ ის არსებობდა.
ოფისი პასუხისმგებელი იყო 1933 წლის ლტოლვილთა კონვენციის თოთხმეტი ქვეყნის მიერ მიღებაზე, რაც იყო ადამიანის უფლებების მოკრძალებული ქარტია. [3][4]
ნანსენის ოფისი ხელს უწყობდა სირიასა და ლიბანში მდებარე სოფლებში, სპეციალურად აშენებულ სახლებში 40,000 სომეხისთვის თავშესაფრის აღმოჩენას, მას შემდეგ რაც 10 000-მდე მათგანის ერევანში გადასახლება შეძლეს.
ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისმა პასუხისმგებლობა აიღო საარის ლტოლვილების პარაგვაიში გადასახლების საკითხის მოგვარებაზე, 1935 წლის შემდეგ. [5]
ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისს 1938 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, ნანსენის პასპორტების შემუშავების მცდელობისთვის. [6] [7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.