ნაინავის მუჰაფაზა

From Wikipedia, the free encyclopedia

ნაინავის მუჰაფაზა

ნაინავის მუჰაფაზა, იგივე ნაინავის პროვინცია (არაბ. نینوى‎) — მუჰაფაზა ერაყში, მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი მოსული. მოიცავს 9 რაიონს. მუჰაფაზა მდებარეობს სირიის საზღვართან. ამასთან ერთად, იგი ესაზღვრება ქურთისტანში მდებარე ერბილისა და დაჰუკის მუჰაფაზებს.

სწრაფი ფაქტები მუჰაფაზა, ქვეყანა ...
დახურვა

ნაინავის პროვინციის ფართობი 37 323 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მუჰაფაზის მოსახლეობა 3 270 422 შეადგენდა. ნაინავაში მოსახლეობით პირველი ადმინისტრაციული ცენტრი მოსული, რომელშიც 2008 წელს 2,500,000 ადამიანი ცხოვრობდა. მუჰაფაზის გუბერნატორი არის ათილ ალ-ნუჯაიფი.

ნაინავის მუჰაფაზა 1976 წელს ადმინისტრაციული ცენტრის სახელს ატარებდა და ერქვა მოსულის მუჰაფაზა. სწორედ ამ წელს ეწოდა მას დღევანდელი სახელი ნაინავა.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.