Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
იმრე ნადი (დ. 7 ივნისი, 1896 — გ. 16 ივნისი, 1958) — უნგრელი პოლიტიკოსი. უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი 1953-1955 წლებში და 1956 წლის 24 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, უნგრეთის რევოლუციის დროს.
პირველი მსოფლიო ომის დროს ჩავარდა ტყვედ და რუსეთში ყოფნის პერიოდში დაუახლოვდა კომუნისტურ იდეოლოგიას. 1930-1944 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, მიიღო აგრარული განათლება. 1945-1946 წწ. იყო უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1953 წლის ივლისში მალენკოვის მხარდაჭერით გახდა პრემიერ-მინისტრი. 1955 წლის თებერვალში გადააყენეს თანამდებობიდან, ნოემბერში კი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან. 1956 წლის ნოემბერში ბუდაპეშტის მოვლენების დროს დაბრუნდა ხელისუფლებაში და შექმნა კომუნისტურ სამყაროში პირველი მრავალპარტიული მთავრობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ნადიმ თავი შეაფარა იუგოსლავიის საელჩოს. 18 დღის შემდეგ ის დააპატიმრეს, ფარულად გაასამართლეს და 1958 წლის 16 ივნისს სიკვდილით დასაჯეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.