მტერჩვეული
From Wikipedia, the free encyclopedia
მტერჩვეული, ტერჩოული, ძველი ოფეთი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ოფეთის თემში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 260 მეტრი, სამტრედიიდან 19 კილომეტრი. სოფელში დგას მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი. ისტორიულად ოფეთი შედიოდა საჯავახოს მხარეში. მტერჩვეულის ტერიტორიაში შედის ასევე ყოფილი სოფელი ხართაული, რომელიც ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან[2]
სოფელი | |
---|---|
მტერჩვეული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ოფეთი |
კოორდინატები | 42°03′37″ ჩ. გ. 42°23′05″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ძველი ოფეთი, ტერჩოული |
ცენტრის სიმაღლე | 260 მ |
მოსახლეობა | 72[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 175-177
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.