From Wikipedia, the free encyclopedia
მრავალწლოვანი მზრალობა[1] — კრიოლითოზონის ნაწილი, რომელსაც არ ახასიათებს პერიოდული ლღობა. მრავალწლოვანი მზრალობის საერთო ფართობია — 35 მლნ. კმ². მრავალწლოვანი მზრალობა მრავალნიშნა, განუსაზღვრელი ცნებაა, რომლითაც აღნიშნავენ: დედამიწის ქერქის ზედა ფენის გაცივებულ ქანებს, რომლებიც გამყარდნენ შემცველი ტენის გაყინვის შედეგად; ხანგრძლივი დროის მანძილზე გაულღობელი ქანების შრეს ან ზონას (ჰორიზონტალურ გავრცელების არეს) და სხვ.
მზრალობისმცოდნეობის განვითარებასთან ერთად ტერმინმა დაკარგა სიზუსტე. მარადი მზრალობის ნაცვლად წამოყენებულ ტერმინთაგან სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა მრავალწლოვანმზრალი ქანები და მრავალწლოვანი კრიოლითოზონა.
პირველად აღნიშნული ბუნებრივი მოვლენა ფიქსირებულ იქნა 1911 წელს, სამხრეთ ციმბირში.
მრავალწლოვანი მზრალობა გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელსაც უკავია დედამიწის მთელი ხმელეთის არა ნაკლებ 25 %. მისი გავრცელების არეა: ჩრდილო ალასკა, კანადა, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები. მრავალწლოვანი მზრალობა არ ფიქსირდება მხოლოდ ავსტრალიაში; აფრიკაში მისი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. თანამედროვე მზრალობის უდიდესი ნაწილი წარმოქმნილია უკანასკნელი გამყინვარების ეპოქაში, რომელიც თანადროულ პერიოდში ლღობას განიცდის. მზრალ ქანებში ყინულის შედგენილობა მერყეობს რამდენიმე პროცენტიდან 90%-მდე.
მრავალწლოვანი მზრალობის ერთ-ერთი პირველი აღწერა ეკუთვნით რუს მიწათმომლახველებს, რომლებიც XVII საუკუნეში ინტენსიურად აწარმოებდნენ ციმბირის ცარიელი სივრცეების აღწერას. პირველად ნიადაგის უცნაური ხასიათი გაარჩია რუსმა კაზაკმა გვარად სვიატოგოროვმა; უფრო დეტალურად მზრალობა აიღწერა დეჟნიოვისა და რებროვის მიერ განხორციელებული ექსპედიციის დროს. მათ მეფის მთავრობის დავალებით დაადგინეს, რომ ტაიგის ზონაში არსებობს ნიადაგი, რომელიც ცხელ ზაფხულშიც კი არ დნება.
ტერმინი მარადი მზრალობა სამეცნიერო ლიტერატურაში შემოგვთავაზა ცნობილმა გეოკრიოლოგმა მიხეილ სუმგინმა 1927 წელს. მარადი მზრალობის შესწავლას აწარმოებდნენ ბუნების ცნობილი მკვლევარები: ვლადიმერ ვერნადსკი (1863-1945), პეტრე კროპოტკინი (1842-1921) და ვლადიმერ ობრუჩევი (1863-1956).
მსოფლიოში ყველაზე უკეთ და ფართოდ მრავალწლოვანი მზრალობა რუსეთშია გავრცელებული. მისი ფართობი აქ უდრის დაახლოებით 10 მლნ. კმ²-ს, რაც თითქმის უტოლდება ევროპის ფართობს და აღემატება ავსტრალიისა და გრენლანდიის ფართობს ერთად აღებულს. საერთო ჯამში, რუსეთის ტერიტორიის 65 % მოქცეულია მრავალწლოვანი მზრალობის სარტყელში.[2]
რუსეთში მრავალწლოვანი მზრალობა უდიდეს უბნებს იკავებს.
მრავალწლოვანი მზრალობის გავრცელების სამხრეთი საზღვარი იწყება კოლის ნახევარკუნძულზე და გადის პოლარული წრის გაყოლებით (მისგან რამდენადმე სამხრეთით) ურალამდე, რომელზეც ვიწრო ზოლივით ეშვება სამხრეთისაკენ თითქმის ჩრდილო განედის 60°-მდე. დასავლეთ ციმბირის ვაკეზე ეს ხაზი გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ჩრდილო განედის 63° ახლოს, გადაკვეთს მდინარე პურის ზემო დინებას და ობი-ტაზის წყალგამყოფს. ენისეის იქით საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ და მიუყვება მის მარჯვენა ნაპირს. შემდეგ შემოუვლის დასავლეთიდან საიანს და ალთაის და გადის მონღოლეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
რუსეთის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი მზრალობის საზღვარი კვლავ გრძელდება ამურისპირეთში, ბლაგოვეშჩენსკიდან ჩრდილო-დასავლეთით. იგი იმეორებს მდინარე ამურის ღუნს, გადის მისგან ჩრდილოეთით ოხოტის ზღვისაკენ, გადაკვეთავს სახალინის უკიდურეს ჩრდილო დაბოლოებას და შემოუვლის კამჩატკა. მისგან გარეთ რჩება მხოლოდ კამჩატკის სამხრეთი ნახევრის შედარებით ვიწრო სანაპირო ზოლი.
მრავალწლოვანი მზრალობის ცალკეული მოზრდილი კუნძულები გვხვდება აღნიშნული საზღვრის სამხრეთით : დასავლეთ ციმბირის დაბლობზე, კავკასიის, პამირის, ურალის, ტიან-შანისა და სიხოტე-ალინის მთებში. გამყინვარების პერიოდში მრავალწლოვანი მზრალობის სამხრეთი საზღვარი გაცილებით სამხრეთით ეშვებოდა, ვიდრე ამჟამად.
მაქსიმალური გამყინვარების ეპოქაში მრავალწლოვანი მზრალობის სამხრეთი საზღვარი გადიოდა დნეპრის ქვემო დინებაზე, აზოვის ზღვის სანაპიროზე, მდინარე ვოლგის დელტისა და მდინარე ურალის შესართავის ჩრდილოეთით, ქალაქ ომსკის სამხრეთით და ტბა ზაისანის სამხრეთ-დასავლეთით. ამრიგად, რუსეთის ვაკის, ურალის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მთელი ტერიტორია მოქცეული იყო მიწისზედა და მიწისქვეშა (მრავალწლოვანი მზრალობის) გამყინვარების ოლქში.
აქაური ტერიტორიის ფარგლებში მრავალწლოვანი მზრალობა იყოფა სამ ზონად: რომლებიც ერთიმეორეს ცვლიან სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.
მრავალწლოვანი მზრალობის ოლქისაკენ. მრავალწლოვანი მზრალი ქანების კუნძულები ჩაწინწკლულია არამზრალ ქანებში.
საზღვარი გადის ხაიპუდირის უბიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთით, თანდათან ეშვება სამხრეთისაკენ ჩრდილო განედის 60°-მდე მდინარე მაიას ზემოთთან (აღმოსავლეთ გრძედის 140°), შემდეგ იწევს ჩრდილოეთისაკენ და გამოდის ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე ბერინგის სრუტის დასავლეთით.
ახალი მიწის გამოკლებით. მისი საზღვარი გადის ბაიდარატის უბიდან აღმოსავლეთით მდინარე ხატანგის შესართავისაკენ, ეშვება სამხრეთისაკენ პოლარულ წრემდე მდინარეების კოლიმისა და ინდიგირკის აუზებში, გამოდის მდინარე კოლიმით აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის სანაპიროზე სოფელ ამბარჩიკთან. ამ ზონაში გვხვდება გალღობილი გრუნტის მცირე უბნები, რომლებიც გავრცელებულია დიდ მდინარეთა კალაპოტების გაყოლებით, სადაც ზედაპირზე გამოდის მზრალსქვეშა წყლები და მინერალური წყაროები.
მრავალწლოვანი მზრალი გრუნტის სისქე და ტემპერატურული რეჟიმი განსხვავებულია და განსაზღვრულია ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების კომპლექსით. მრავალწლოვანი მზრალი გრუნტის ფენის სისქე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მატულობს ერთი-ორი მეტრიდან ასეულ მეტრამდე, ხოლო ტემპერატურა 5-10 მეტრის სიღრმეზე მცირდება მინუს 10°-მდე და უფრო დაბლა — ტაიმირის ნახევარკუნძულზე, შუა ციმბირის ზღვისპირა დაბლობებზე და ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთშიც.[3]
მრავალწლოვანი მზრალი ქანების მაქსიმალური სისქე და ყველაზე დაბალი ტემპერატურა არის შუა ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში და იანის, ინდიგირკისა და კოლიმის აუზების დაბლობებზე. ფხვიერ დანალექებში მიწისქვეშა ყინულის გენეტური ტიპები საკმაოდ ნაირგვარია. მათი გავრცელება დაკავშირებულია ტერიტორიის გეომოროფლოგიურ პირობებთან.
'მიგრაციულიყინული' შუაშრეთა და ძარღვების ქსელის სახით, რომლებიც სიღრმით თხელდება, ზღვიურ-მყინვარულ, მდინარეულ-მყინვარულ, დელტურ და ტბიურ დანალექებში გავრცელებულია - კოლის ნახევარკუნძულის, დასავლეთ ციმბირის ვაკისა და ჩრდილო ციმბირის დაბლობის ჩრდილო რაიონებში.
მიგრაციული ყინული სიღრმისაკენ შუაშრეების სიღრმით გაუთხელებლად წარმოქმნილია მცირე სისქის, ადრე ჩამოყალიბებულ და მასთან თანაასაკოვან დანალექებში მთის კალთებზე და მთის ხეობურ-ალუვიურ დანალექებში. მიწისქვეშა ყინულის ეს ტიპი გავრცელებულია შუა ციმბირის, რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის, იმიერბაიკალეთის და შორეული აღმოსავლეთის მთებში და მაღალ პლატოებზე.
'პოლიგონალურ - ძარღვულიყინული' ასთან თანაასაკოვან ალუვიურ, დელტურ და ტბიურ ნალექებში გავრცელებულია ჩრდილო ციმბირის მდინარეთა ხეობებში, ზღვისპირა დაბლობებზე მდინარე ხატანგის შესართავიდან მდინარე კოლიმამდე და ვილუის დაბლობზე.
ტორფიანი ბორცვების ყინულის ბირთვები ტიპურია პეჩორის დაბლობისა და დასავლეთ ციმბირის ვაკისათვის.
ძარღვული ყინული წარმოიქმნება კრისტალური და მეტამორფული ქანების ნაპრალებში და უკავია მთიანი სისტემების ვრცელი ტერიტორიები ჩრდილო-აღმოსავლეთში და შუა ციმბირის ჩრდილო ნაწილში.
მრავალწლოვანი მზრალობის ფენებში შემოინახა განამარხებული ცხოველთა გვამები. ციმბირის ჩრდილო ნაწილში ცნობილია მამონტისა და ბეწვიანი მარტორქის რამდემინე ბუნებრივი სამარხი, რომელიც აღმოჩენილ იქნა ალუვიურ ვაკეებზე, ჭალისზედა ტერასების ტბიურ-ალუვიურ დანალექებში.
1901 წელს მდინარე ბერეზოვკაზე (მდინარე კოლიმის შენაკადი) მზრალ გრუნტში იპოვეს მამონტის გვამი. მის კუჭში შემონახული იყო საკვები - ისლისა და მარცვლოვანების მცენარეული ნარჩენები. 1949 წელს წარმოებდა ტაიმირის ნახევარკუნძულზე, მდინარე მამონტის ხეობაში (მდინარე ქვედა ტაიმირის აუზი) ახალი ნაპოვნი მამონტის გამოკვლევა. მამონტი აღმოჩნდა ტორფიან-ქვიშიან-ლამიან ნალექებში. სავარაუდოდ, იგი უნდა დაღუპულიყო თხელი დაჭაობებული წყალსატევის ჭალაში ან ჭაობში. მამონტის ნაშთები დაფარულია ალუვიონით.
ნალექების დაგროვების ერთდროულად ქვემოდან ზემოთ იზრდება მზრალობაც, რამაც მთლიანად შეაჩერა გახრწნის პროცესი და დღემდე დააკონსერვა მამონტის ნაშთები[4].
მრავალწლოვანი მზრალობის წარმოშობის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. არსებობს ორი ძირითადი თვალსაზრისი მრავალწლოვანი მზრალობის, ანუ მზრალი ზონების წარმოქმნის თაობაზე.
მკველვარების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მზრალობა წარმოიშვა გამყინვარების პერიოდში, ხოლო ამჟამად იგი განიცდის დეგრადაციას. ეს დასტურდება მზრალ გრუნტში მიგნებული გადაშენებული მეოთხეული ცხოველებით, განამარხებული ყინულის მძლავრი ფენების წოლით მყინვარული ნატანის ქვეშ და მზრალი გრუნტის დეგრადაციით. გამყინვარების პერიოდში შუა ციმბირის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მყინვარული საფარი არ არსებობდა. ჰავა იყო კონტინენტური, მაგრამ შედარებით უფრო ცივი, ამ დროს ხდებოდა გრუნტისა და ტბების გაყინვა, თოვლის დაგროვება დადაბლებულ უბნებში, ფირნისა და მძლავრი დანაყინების წარმოქმნა.
სხვა მკვლევარები მრავალწლოვანი მზრალობის წარმოშობას ხსნიან მაშინდელი კლიმატური პირობებით, სახელდობრ : დაბალი წლიური ტემპერატურით (1°-იდან — 16°-მდე), ხანგრძლივი ცივი ზამთრით, მცირე სისქის თოვლის საბურვლით, მცირე მოღრუბლულობის პირობებში სითბოს დიდი გამოსხივებით, ხეობებში და ქვაბულებში ცივი ჰაერის დაგუბებეით, ხანმოკლე მშრალი ზაფხულით (ღამის დაბალი ტემპერატურებით), რომელიც ხელს უწყობდა მრავალწლოვანი მზრალობის შემონახვას და მის განვითარებასაც კი. ეს ჰიპოთეზაც დასტურდება გამყინვარების შემდგომ და თანამედროვე პირობებში მზრალობის წარმოქმნის რიგი ფაქტით.
მრავალწლოვანი მზრალობა — ტუნდრისა და ტაიგის თანამედროვე ლანდშაფტების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს თერმოკარსტული პროცესების, ჰიდროლაკოლით-ბულგუნიახების, ბორცვიანი ტორფნარისა და დაყინების წარმოქმნას, ზეგავლენას ახდენს გრუნტის წყლებზე, ნიადაგურ-მცენარეულ საფარზე და ხეობების მორფოლოგიაზე; გარდა ამისა, მზრალობა არსებით გავლენას ახდენს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაზე.
ამიტომ წიაღისეული სიმდიდრეების დამუშავების, მიწისქვეშა წყლების ექსპლოატაციის, ნაგებობათა, ხიდების, გზების და კაშხლების მშენებლობის დროს, ასევე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია გულდასმით იქნეს შესწავლილი მზრალი გრუნტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.