მოძღვარი (ფილმი)

From Wikipedia, the free encyclopedia

მოძღვარი1922 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის მიერ. გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოძღვარი.
სწრაფი ფაქტები „მოძღვარი“, დამდგმელი რეჟისორი ...
„მოძღვარი“
დამდგმელი რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი ალექსი უსტიაშვილი
როლებში შალვა დადიანი, გიორგი დავითაშვილი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
სტუდია საქართველოს სსრ განსახკომის კინოსექცია
გამოსვლის თარიღი 1922
ხანგრძლივობა 54 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი
დახურვა

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბოქაულ გელაზე იძულებით გათხოვილი მაყვალა მწყემსი ონისეს სიყვარულს ვერ დაივიწყებს და ქმარს გაექცევა, მაგრამ თემის კანონით კვლავ ოჯახში მოაბრუნებენ. გელა ონისეს შინ შეისწრებს და დაჭრის. თემი სამივეს გაასამრთლებს და სოფლიდან მოიკვეთს. თოვლში გათოშილ მაყვალას მოძღვარი ონოფრე იპოვის და შეიფარებს. მალე მაყვალას მოკლულს ნახავენ, დანაშაულს მოძღვარს დააბრალებენ და გააციმბირებენ. ონისე თემის წინაშე აღიარებს, რომ მაყვალას დათმობას მისი მოკვლა არჩია. ცოლის მკვლელს გელა ხანჯლით განგმირავს. თემი გელას ჩაქოლავს, საქმეს კი ხელმეორედ გაარჩევს. მოძღვარს გაამართლებენ, მაგრამ გათავისუფლების ქაღალდი გადასახლებაში ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრებს.

როლებში

შეფასება

მხატვრული თვალსაზრისით ფილმი სუსტი გამოდგა, რადგან რეჟისორის ყურადღებას მხოლოდ მთის ლანდშაფტი, მოხევეთა ზნე-ჩვეულება, ჩაცმულობა, საქციელი და ეგზოტიკურობა იწვევდა.

ვიკიციტატა
„სურათი, რომელიც ამჟამად ეკრანზე მიდის, ყაზბეგის ნაწარმოები არ არის, მწერლის სახელი არ უნდა შეიბღალოს. სად არის აქ მთიულეთი მთელი თავისი სიმაღლით, სად არის აქ თემი...“
(გაზეთი „ლომისი“[1])

განსხვავებები რომანისგან

მოთხრობისგან განსხვავებით, სადაც მღვდელი ონოფრე ხალხის მეურვე და გაჭირვების ტალკვესია და მისი მიზანი ხალხისა და ღმერთის სამსახურია, ფილმში იგი ღმერთს განუდგება და რევოლუციური იდეებით ანთებული ხალხს რევოლუციისკენ და ძალადობისკენ მოუწოდებს. მღვდლის რევოლუციონერად გარდაქმნის თემა მეტად აქტუალური იყო 1920-იან წლებში.

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
  • აკაკი ბაქრაძე, „კინო, თეატრი“ გვ. 76-77 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.