მიხეილ მიშუსტინი

From Wikipedia, the free encyclopedia

მიხეილ მიშუსტინი

მიხეილ მიშუსტინი (რუს. [Михаил Владимирович Мишустин]; დ. 3 მარტი, 1966) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 16 იანვრიდან. მანამდე 2010-2020 წლებში ეკავა ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის თანამდებობა.

სწრაფი ფაქტები მიხეილ მიშუსტინი, დაბადების თარიღი ...
დახურვა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევისა და რუსეთის მთავრობის გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე მიშუსტინი წარადგინა.[1] 2020 წლის 16 იანვარს დამტკიცებული იქნა თანამდებობაზე.[2] მისი მოადგილე, ანდრეი ბელოუსოვი ასრულებდა პრემიერის მოვალეობას 2020 წლის აპრილიდან მაისამდე, მას შემდეგ რაც მიშუსტინს დაუდასტურდა კორონავირუსი.[3][4][5]

პრემიერად არჩევა

2020 წლის 16 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმამ კენჭი უყარა მიხაილ მიშუსტინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა მიშუსტინის პრემიერ-მინისტრად არჩევას.

მეტი ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმა, მომხრე ...
რუსეთის სახელმწიფო დუმა
მომხრე მოწინააღმდეგე თავი შეიკავა არ მიუღია მონაწილეობა ხმის მიცემაში
383 85,1% 0 0% 41 9,1% 25 5,6%
Source: Справка о результатах голосования დაარქივებული 2020-01-26 საიტზე Wayback Machine.
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.