მიწის ხიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მიწის ხიდი — შუა საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ საღორეთში, აგარისწყლის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე ჭანჭახეთზე, ვიწრო და კლდოვან ადგილზე.
მიწის ხიდი | |
---|---|
კოორდინატები: 41°35′35″ ჩ. გ. 41°53′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
მასალა | რიყის ქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
ხიდს მოსახლეობა მიწის ხიდს ეძახის. ეტყობა, ეს სახელწოდება წარმომდგარა იმისგან, რომ ხიდზე კირის ხსნარი ნიაღვრისეულ მიწით არის დაფარული და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ტალახით იყოს ნაგები.
ხიდის სიმაღლესთან შედარებით (2,30 მ) მალი მცირეა: იგი შეადგენს 7 მეტრს, ხოლო ისარი 3,5 მეტრს. მისასვლელებიანად ხიდის სიგრძე 16 მეტრია, ხოლო სიგანე 2,6 მეტრი.
ბუნებრივ კლდეზე, რომლის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 4,64 მეტრია, დაშენებულია ბურჯი სიმაღლით 1,16 მ, ხოლო სიგანე 2,62 მ.
ბურჯებს ეყრდნობა წრიული ფორმის თაღი, რომელიც ნაშენია სუფთა და გათლილი ქვით. თაღის კონსტრუქცია როგორც თავბანდში, ასევე ქუსლში ტოლია და უდრის 0,5 მ. თაღი ორი ნაწილისაგან შედგება: თვით კონსტრუქციისაგან (36 სმ) და ლავგარდნისაგან (სისქეა 13-14 სმ). ლავგარდნის გადმოწევა 4-5 სმ.
მისასვლელები ნაგებია ფლეთილი ქვით. ხიდს მალის ქვეშ ფოსოები არ აქვს. ხიდს ჰქონდა თუ არა მოაჯირი ვერ დგინდება, რადგან იგი მიწითა და მცენარეულობით არის ზემოდან დაფარული.
მიწის ხიდის სამშენებლო ტექნიკა სხვა ხიდებისაგან განსხვევაბით უფრო დახვეწილია. ამ თვალსაზრისით მასთან ახლოს დგას მახოს ხიდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.