მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
მუზეუმი თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
მუზეუმი თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი — მუზეუმი და კულტურის ცენტრი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. ატარებს აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელს.
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Mirzə Fətəli Axundzadə adına Azərbaycan Mədəniyyəti Muzeyi | |
ახუნდოვის მუზეუმის შენობა | |
41°41′17″ ჩ. გ. 44°48′58″ ა. გ. | |
დაარსდა | 1982 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
სტატუსი | მუზეუმი |
დირექტორი | ლეილა ალიევი |
მუზეუმის და კულტურული ცენტრის მთავარი მიზანია აზერბაიჯანული კულტურის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე აზერბაიჯანულის მემკვიდრეობის შენარჩუნება.[1] ცენტრში ტარდება შეხვედრები,[2][3] გამოფენები[4][5][6][7] და სხვა კულტურული ღონისძიებები. მუზეუმი მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[8][9]
მუზეუმი შეიქმნა 1982 წელს, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ინტელიგენციის მოთხოვნის საფუძველზე. მუზეუმი გაიხსნა ახუნდოვის სახსრებით აშენებულ შენობაში.[10]
თავდაპირველად ფუნქციონირებდა, როგორც აზერბაიჯანელი კლასიკოსის, ახუნდოვის სახლ-მუზეიმი. საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, მუზეუმმა შეწყვიტა მუშაობა და ხელახლა 1993 წელს გაიხსნა. 1996 წელს, მუზეუმს ჰეიდარ ალიევი ესტუმრა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.