მიკროავტობუსი (ინგლ. microbus, minibus) — მგზავრების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იტევს მეტ ადამიანს, ვიდრე უნივერსალი ან მინი-ფურგონი, თუმცა ნაკლებს ვიდრე სრულგაბარიტიანი ავტობუსი. მიკროავტობუსად ჩვეულებრივ განიხილავენ 8 მეტრამდე სიგრძის, მომცრო ზომის ავტომობილს, რომელიც იტევს 8-16 მგზავრს, ან საშუალო ზომისას, 16-35 მგზავრის ტევადობით.[1][2][3]

Thumb
ავტობუსის ძარა დამონტაჟებული მერსედესის ფურგონის შასიზე
Thumb
ფორდის „ტრანზიტი“ თბილისის შიდა საქალაქო მიკროავტობუსად
Thumb
მერსედესის „სპრინტერი“ წყალტუბოქუთაისის საქალაქთაშორისო მიკროავტობუსად

გამოყენება

მიკროავტობუსები მრავალი დანიშნულებით გამოიყენება: აეროპორტებში მგზავრთა გადასაყვანად, სკოლის ავტობუსებად მოსწავლეთათვის, საექსკურსიოდ, ტურისტული მიზნებით, სპორტულ კლუბებში, სპორტსმენების ბაზაზე მისაყვანად, საავადმყოფოებში ან კერძო დაწესებულებებში თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის, უფრო ხშირად კი სამარშრუტო ტაქსებად, ან საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით.[4][5]

გადაკეთებული ფურგონი

უმეტეს შემთხვევაში, მიკროავტობუსებად იყენებენ ხოლმე სამგზავროდ გადაკეთებულ სატვირთო ფურგონებს, რომლებიც შეიძლება თავად მწარმოებელმა ქარხანამ გამოუშვას გამზადებული სახით, ან ცალკე კომპანიებმა დაამატონ შესაბამისი აღჭურვილობა, მგზავრთა გადასაყვანად.

გამზადება კონკრეტულად გულისხმობს საბარგო სივრცეში ფანჯრებისა და სავარძლების დამატებას. ჩვეულებრივ, ხელუხლებელს ტოვებენ ხოლმე მძღოლის არეს და წინა კარს, მგზავრთა ჩასხდომისთვის, თუმცა ჩასხდომის გასაადვილებლად შეიძლება გვერდითა სრიალა კარი და უკანა კარებიც იყოს გამოყენებული. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით იყენებენ, კარს ზოგჯერ, ავტომატურად გაღება/დაკეტვის მექანიზმსაც ამატებენ.

მიკროავტობუსებად გამოყენებისთვის პოპულარულია „ფორდ-ტრანზიტის“ სერიისა და „მერსედეს-სპრინტერის“ სერიის ფურგონები, რომლებიც საქართველოშიც გამოიყენება შესაბამისად შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებისთვის.

კიდევ ერთი საშუალება, ფურგონის მიკროავტობუსად გადაკეთების არის ავტობუსის ძარას დამონტაჟება ფურგონის შასიზე. ამას, ჩვეულებრივ ავტობუსის მწარმოებლები აკეთებენ. შედეგად, უფრო დიდი სივრცე ხდება ხელმისაწვდომი მგზავრებისთვის და მეტი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა, გაზრდილი კომფორტით.[6][4]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.