მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება — სამმხრივი საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის2020 წლის ომი. ხელშეკრულებას 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმავლადიმერ პუტინმა. შეთანხმების თანახმად მთიან ყარაბაღში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 01:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 საათიდან)[1][2]. შეთანხმებას ასევე ეთანხმებოდა არაღიარებული არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი[3]. ხელშეკრულება გაფორმდა სტრატეგიული ქალაქ შუშისათვის გამართული ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ქალაქი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავიდა.
სწრაფი ფაქტები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ...
2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.
აღდამის რაიონი დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.
მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.
რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა.
კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.
სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს; ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, გააკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, ეს არ შეეხება ქალაქ შუშას.
მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.
იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.
მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.
რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩათვლით, ჩვენ თავს არასდროს ჩავთვლით დამარცხებულად და ეს გახდება ჩვენი ეროვნული ერთიანობა და აღორძინება“[11]. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ერევანში ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს გაშმაგებული ბრბო ფიზიკურად გაუსწორდა[12][13].
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფართომასშტაბიანი სადღესასწაულო აქციები გაიმართა ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ[14].