From Wikipedia, the free encyclopedia
მთიანი ყარაბაღის ომი (აზერ. İkinci Qarabağ müharibəsi, სომხ. Արցախյան երկրորդ պատերազմ) — შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში.
მთიანი ყარაბაღის ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი | |||||
ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანმა ომის მიმდინარეობისას დაიბრუნა
| |||||
თარიღი | 17 სექტემბერი, 2020 - 10 ნოემბერი, 2020 | ||||
მდებარეობა |
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანი | ||||
შედეგი |
აზერბაიჯანის გამარჯვება[1][2]
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ომის დროს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა 9 ქალაქსა და 240 სოფელზე [6], ასევე აზერბაიჯანისა და ირანის მთელ საზღვარზე დაამყარა კონტროლი. | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
მთიანი ყარაბაღის ომი ვიკისაწყობში |
შეტაკებები დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, რომელიც დამყარდა მთიანი ყარაბაღის 1988–1994 წლების ომის შემდეგ. შეტაკებების საპასუხოდ, სომხეთმა და არცახმა სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა კომენდატის საათი და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კონფლიქტის დროს გამოიყენებოდა სამხედრო ავიაცია, დრონები, შორ მანძილზე მსროლელი მძიმე არტილერია[60] და ბალისტიკური რაკეტები, ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ონლაინ-საინფორმაციო ომსა და სახელმწიფო პროპაგანდას. [61]
მრავალმა ქვეყანამ და გაერომ მკაცრად დაგმო კონფლიქტი და ორივე მხარეს მოუწოდა დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ. საერთაშორისო ანალიტიკოსთა აზრით, საბრძოლო მოქმედებები, სავარაუდოდ, დაიწყო აზერბაიჯანის შეტევით. [62]
მხარეები მოსკოვში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არაერთხელ დაირღვა, შეჩერდა გარდაცვლილთა გეგმიური დაბრუნებისა და დაჭრილთა და პატიმართა გაცვლის პროცესები.[63] ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი ათასამდე მერყეობს. რუსულ-თურქული გეოპოლიტიკური დინამიკისა და მილსადენის პოლიტიკის გამო არსებობს ფართო რეგიონულ კონფლიქტად გადაზრდის საშიშროებაც. [64]
მთიანი ყარაბაღი კონფლიქტური რეგიონია, რომელიც ადმინისტრაციულად აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა მეტწილად სომეხი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ეს რეგიონი აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია, მაგრამ ფაქტობრივად იმართება თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს სომხეთი.[65] ეთნიკური ძალადობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და სრულ ომში გადაიზარდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1991 წელს. მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად 750,000 აზერბაიჯანელი და 353,000 სომეხი გადასახლდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.
სამი ათწლეულის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. მიმდინარე კონფლიქტამდე ყველაზე სერიოზული ინციდენტები იყო მთიანი ყარაბაღის 2016 წლის შეტაკებები. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, თუ როგორ სურთ ტერიტორიის მართვა ამ რეგიონის ამჟამინდელ მცხოვრებლებს, გამოკითხვების თანახმად, მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყვნენ. 2019 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ- მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრა რეგიონს, სადაც მან განაცხადა: „არცახი სომხეთია, წერტილი“.
შეტაკებები მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე 2020 წლის ივლისში. ათასობით აზერბაიჯანელმა საპროტესტო აქცია გამართა სომხეთის წინააღმდეგ მათ ომის დაწყება სურდათ.
2020 წლის ივლისიდან სომხეთმა და აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. საომარი მოქმედებების განახლებამდე გაჩნდა ბრალდებები, რომ ჰამზას დივიზიის ასობით სირიელი შეიყვანეს აზერბაიჯანში. მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული თურქული მედია აცხადებდა, რომ ერაყიდან და სირიიდან ჯარისჯაცები მთიან ყარაბაღში სომხების მხარდასაჭერად გადავიდნენ. როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მთავრობები უარყოფენ ბრალს უცხოელი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ.[66]
10 ოქტომბრის 04:00 საათზე (რუსეთის დროით 00:00 სთ-ზე) რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანიც შეთანხმდნენ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ოფიციალურად შეჩერდა საომარი მოქმედებები 12:00 საათზე (GMT 08:00 სთ-ზე), პატიმრებისა და გარდაცვლილების გაცვლის მიზნით, რასაც წითელი ჯვარი უწყობდა ხელს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვევები მუდმივად მიმდინარეობდა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში. ამასთან, მეორე მხარის დაბომბვას ორივე ქვეყანა უარყოფს. თითოეულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. ამის შემდეგ მალევე მოხდა შეტაკებები, ძლიერი ბრძოლები ჰადრუთში და დაბომბვები. აზერბაიჯანმა უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა. დაახლოებით 23:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური ჯარები ბომბავდნენ ტარტარს. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ბომბავდნენ სტეპანაკერტს.
1 და 17 ოქტომბერს სომხურმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯას მიმართულებით, რასაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა სომხებს სამაგიერო გადაუხადეს ფუზულისა და მიმდებარე სოფლების დაკავებით, ალიევმა ასევე მოითხოვა კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ ჩარევა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.